მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ
AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მომღერალს დაუკავშირდა:
- ირაკლი ფირცხალავა იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ბუნებრივია, მან უფრო მეტი იცის ჩემს დაკავებაზე, ვიდრე მე. როცა დამირეკეს და ირაკლი მამალაძეზე მკითხეს, მეგონა მეხუმრებოდნენ. არც გამიგია აქამდე ამის შესახებ... ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის მუსიკა მოსწონს... სისულელე იქნება ჩემგან რაიმე კომენტარი. მით უმეტეს, ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი. პირველად ვამბობ: ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი, უარი ვთქვი კონცერტზე გამოსვლაზე და ეს იყო მიზეზი. მამალაძემ რა გააკეთა, რა არ გააკეთა არ ვიცი. ჰაბიტუსზევე ეტყობა, რომ ჩემი მეგობარი არ იქნება.
იხილეთ ვრცლად: