02 აგვისტო, 2017
"სააკაშვილთან ერთად ყურძნის დაწურვაზე უარი ვთქვი და დამაპატიმრეს"
"ციანიდის საქმის" გარშემო სასამართლო პროცესები გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე, გუშინ დაიკითხა პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა და ირაკლი მამალაძეს აგენტ-პროვოკატორობაში დასდო ბრალი. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული საქმეები, კერძოდ, მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმეები, რომელშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, როგორც აგენტი.

მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ
გუშინ შეიტყო. მისივე თქმით, აქამდე არასოდეს უთქვამს და პირველად ამბობს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური საკითხი, რადგან უარი თქვა კონცერტზე გამოსვლაზე.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მომღერალს დაუკავშირდა:

- ირაკლი ფირცხალავა იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ბუნებრივია, მან უფრო მეტი იცის ჩემს დაკავებაზე, ვიდრე მე. როცა დამირეკეს და ირაკლი მამალაძეზე მკითხეს, მეგონა მეხუმრებოდნენ. არც გამიგია აქამდე ამის შესახებ... ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის მუსიკა მოსწონს... სისულელე იქნება ჩემგან რაიმე კომენტარი. მით უმეტეს, ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი. პირველად ვამბობ: ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი, უარი ვთქვი კონცერტზე გამოსვლაზე და ეს იყო მიზეზი. მამალაძემ რა გააკეთა, რა არ გააკეთა არ ვიცი. ჰაბიტუსზევე ეტყობა, რომ ჩემი მეგობარი არ იქნება.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ემიგრანტი
კაი ტემოგან კაი ეხლა,მანამდე რამდენგერ გაგაფრტხილეს შეეშვი გაყიდვას თორე გაგსროკავთო?მარა კაი მაყუტს ჭრიდი და ვერ შეელიე ატრაკებ ეხლა ტემო უკვე რა,მაგას აიტანდა კოდუა მაშინ?თბილიში მარტო მაგის წამალი იყიდებოდა და შენ მოყევი პრიკუპში მამულიჩამ კი უშველა თავს მაშინ მარა შენ ვერა
02:05 / 04-08-2017
გამოხმაურება / 0 /
სარა
დაგიჯერეთ თემური დაგიჯერეთ )))))
14:10 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ხო, ნარკოტიკს რავა იკადრებდი შენ? :) და კონცერტზე ვინც არ გამოდიოდა ყველა დაიჭირეს? კარგი რა!
15:08 / 02-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS