01 აგვისტო, 2017
ეკა კვალიაშვილის და მისი პირველი ქმრის სკანდალებით სავსე ცხოვრება
მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა პირადი ცხოვრების აწყობა არაერთხელ სცადა, თუმცა არც ერთხელ გამოუვიდა. თავად იყო ამის მიზეზი თუ მამაკაცები უცნობია.

მომღერლის პირველი მეუღლე მხატვარი თემო გვალია გახლდათ.

თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მათ პატარა ასაკში იქორწინეს. ერთადერთი ქალიშვილი ეკას, სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს.

ეკა კვალიაშვილის და თემო გვალიას ოჯახი მალე დაინგრა, როგორც მომღერალი ამბობს, მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.

მათი ქალიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, „ჯეოსტარში“ გაიცნო. ნუკა გვალიას პროექტში გამარჯვებასაც უწინასწამეტყველებდნენ, მაგრამ ეს
წინასწარმეტყველება არ გამართლდა.
Rating
როგორც ეკა კვალიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ნუკას უყურადღებო მამა ჰყავდა.

„მე ვცდილობდი, ნუკას მამა არ დაეკარგა, მაგრამ ის უპასუხისმგებლო მამა იყო და ასეც რჩება! დარეკავდა წელიწადში ერთხელ, მოვალო. ბავშვი იჯდა და ელოდა, მერე დაიკარგებოდა თვეები, წლები... ნუკას ვეუბნებოდი, ასეთი სამსახური აქვს, მამა ვერ იცლის, მაგრამ ძალიან უყვარხარ-მეთქი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ნუკას არ ჰქონოდა არასრულფასოვნების კომპლექსი. როგორც გაირკვა, ამ ჩემი დამოკიდებულებით ადამიანმა დაიჯერა, რომ ის კარგი მამა იყო და თურმე ხალხში ამბობს, რომ ნუკა მისი გაზრდილია. წლების განმავლობაში ყურადღებას არ აკლებდა და მან დააყენა გზაზე. ნეტავ, მართლა ასე ყოფილიყო“.
მაშინ ნუკამ სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მამა არ უყვარს. რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მათ შორის თემო გვალიას მეგობრების მხრიდან. რომლებმაც დაწერეს, რომ თითქოს თემურ გვალიამ ეკა კვალიაშვილს შვილი „გაუპრავა“.
ამ სკანდალის შემდეგ, ნუკა გვალიამ მამის გვარზე უარი თქვა და კვალიაშვილი გახდა.
თუმცა რამდენიმე თვის წინ, მამა-შვილი შერიგდა.

თემო გვალია ეკა კვალიაშვილთან დაშორების შემდეგ დაქორწინდა.

ის რამდენიმე წლის წინ, პატიმრობაშიც იმყოფებოდა, აღსანიშნავია რომ ეკა კვალიაშვილი ყოფილი მეუღლის ციხიდან დასახსნელად არაერთ ხერხს მიმართავდა, თუმცა ეს ვერ შეძლო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS