თითქმის სამი თვეა, რაც ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების ციხეშია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ მოკრივეს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა, რომელსაც სახელად ტარიელი დაარქვეს, ნიუ იორკში დაიბადა. აღნიშნულ ინფორმაციას და ახალშობილის ფოტოებს "ფეისბუქის" გვერდზე
მოკრივე მერაბ დვალიშვილი ავრცელებს:
"დაიბადა ტარიელ ხურციძე, ავთანდილ ხურციძის შვილი. ვულოცავ ავთოს და მის ოჯახს პატარა ვაჟკაცის დაბადებას" - წერს დვალიშვილი.