ჩაკვეტაძეს ქართველი მწვრთვნელები და სპორტის ქომაგები დიდ მომავალს უწინასწარმეტველებდნენ, მაგრამ ვერავინ დააფასა, მას ცხოვრებისთვის და ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდა...
დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ, რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი
რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძემ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ჟან ბელენიუკს 9:2 სძლია და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი გოგი კოღუაშვილია, რომელიც ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი. ის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
დავით ჩაკვეტაძე რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აშკარაა რომ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, მოსკოვში მდიდრულად ცხოვრობს და რუსული ელიტური წრეების ხშირი სტუმარია.
ვლადიმერ პუტინი, რამზან კადიროვი, თინა კანდელაკი, მინისტრები ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დავით ჩაკვეტაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და რუსეთისთვის წარმატების მოტანის გამო, პირადად საჯაროდ უხდიან მადლობას და სიგელებითაც აჯილდოვებენ. თავის მხრივ, ჩაკვეტაძე მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებს.
დავით ჩაკვეტაძე მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს. უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, მისი საყვარელი მარკა „ბე ემ ვე“ არის, რასაც მის მიერ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული მანქანების სხვადასხვა ფოტოები მოწმობს.
ჰყავს თეთრი ფერის „იქს 6“.
როგორც ჩანს, ქართველ სპორტსმენს ძალიან უყვარს მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნებში ის მეგობრებთან ერთად დადის. ხშირად სტუმრობს მშობლიურ ქუთაისს და ბათუმს.
მისი გული თავისუფალია.