28 ივლისი, 2017
გაჭირვებას გაქცეული ქართველი სპორტსმენი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი გახდა
მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერობისთვის და გამარჯვებისთვის არის დაბადებული, თუმცა საქართველოში ვერც დაფასება მიიღო და ვერც ფინანსური ხელშეწყობა, ამიტომ 2013 წელს ქვეყნიდან წავიდა და ტატამზე ახლა, რუსეთის სახელით გამოდის. ეს ქუთაისელი, სპორტსმენი, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძეა.

ჩაკვეტაძეს ქართველი მწვრთვნელები და სპორტის ქომაგები დიდ მომავალს უწინასწარმეტველებდნენ, მაგრამ ვერავინ დააფასა, მას ცხოვრებისთვის და ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდა...

დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ, რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი
რუსეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.


რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძემ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ჟან ბელენიუკს 9:2 სძლია და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი გოგი კოღუაშვილია, რომელიც ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი. ის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

დავით ჩაკვეტაძე რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აშკარაა რომ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, მოსკოვში მდიდრულად ცხოვრობს და რუსული ელიტური წრეების ხშირი სტუმარია.



ვლადიმერ პუტინი, რამზან კადიროვი, თინა კანდელაკი, მინისტრები ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დავით ჩაკვეტაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და რუსეთისთვის წარმატების მოტანის გამო, პირადად საჯაროდ უხდიან მადლობას და სიგელებითაც აჯილდოვებენ. თავის მხრივ, ჩაკვეტაძე მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებს.



დავით ჩაკვეტაძე მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს. უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, მისი საყვარელი მარკა „ბე ემ ვე“ არის, რასაც მის მიერ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული მანქანების სხვადასხვა ფოტოები მოწმობს.

ჰყავს თეთრი ფერის „იქს 6“.



როგორც ჩანს, ქართველ სპორტსმენს ძალიან უყვარს მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნებში ის მეგობრებთან ერთად დადის. ხშირად სტუმრობს მშობლიურ ქუთაისს და ბათუმს.

მისი გული თავისუფალია.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნელი
ძალიანაც კარგი. სადაც დაგიფასებენ შრომას, იქ უნდა წახვიდე. ახალგაზრდა რომ ვიყო აუცილებდად გამოვასწორებდი იმ შეცდომებს, რაც ცხოვრებაში დაუშვი.
12:08 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
1234567890-
რატომ არ არის კომენტარები,რაო გასკდით გულზე ქართველებმა იცანი თქვენი შურიანი და ბოროტი თავები.
12:03 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
arvela
აქ კი აველადზეები არიან კველაზედა კველაპერსჰი ნიცჰიერები.
11:32 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS