28 ივლისი, 2017
გაჭირვებას გაქცეული ქართველი სპორტსმენი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი გახდა
მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერობისთვის და გამარჯვებისთვის არის დაბადებული, თუმცა საქართველოში ვერც დაფასება მიიღო და ვერც ფინანსური ხელშეწყობა, ამიტომ 2013 წელს ქვეყნიდან წავიდა და ტატამზე ახლა, რუსეთის სახელით გამოდის. ეს ქუთაისელი, სპორტსმენი, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძეა.

ჩაკვეტაძეს ქართველი მწვრთვნელები და სპორტის ქომაგები დიდ მომავალს უწინასწარმეტველებდნენ, მაგრამ ვერავინ დააფასა, მას ცხოვრებისთვის და ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდა...

დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ, რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი
რუსეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.


რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძემ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ჟან ბელენიუკს 9:2 სძლია და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი გოგი კოღუაშვილია, რომელიც ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი. ის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

დავით ჩაკვეტაძე რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აშკარაა რომ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, მოსკოვში მდიდრულად ცხოვრობს და რუსული ელიტური წრეების ხშირი სტუმარია.



ვლადიმერ პუტინი, რამზან კადიროვი, თინა კანდელაკი, მინისტრები ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დავით ჩაკვეტაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და რუსეთისთვის წარმატების მოტანის გამო, პირადად საჯაროდ უხდიან მადლობას და სიგელებითაც აჯილდოვებენ. თავის მხრივ, ჩაკვეტაძე მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებს.



დავით ჩაკვეტაძე მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს. უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, მისი საყვარელი მარკა „ბე ემ ვე“ არის, რასაც მის მიერ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული მანქანების სხვადასხვა ფოტოები მოწმობს.

ჰყავს თეთრი ფერის „იქს 6“.



როგორც ჩანს, ქართველ სპორტსმენს ძალიან უყვარს მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნებში ის მეგობრებთან ერთად დადის. ხშირად სტუმრობს მშობლიურ ქუთაისს და ბათუმს.

მისი გული თავისუფალია.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
გოგი
სამაგიეროდ საქართველოში ჩინოვნიკები არიან დაფასებულები , ივანიშვილმა რო დაგვიყარა სარჩენად და ბიუჯეტს რო ხრავენ გააფთრებულები . სპორტის მინისტრი სტადიონის და ფედერაციების მილონებს ჭამს და სპორტი ერთ ფეხზე კიდია >
12:54 / 30-07-2017
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ძალიან კარგი. ამ ქვეყანამ არ იცის ნიჭიერი ხალხის დაფასება!!! ღმერთმა გაუმარჯოს!
07:47 / 30-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ქარტველი
იქ უნდა წახვიდე სადაც დააპასებენ ადამიანის შრომას, კარგად მოიქეცი და დიდ წარმატებებსაც მიაGწიე ,ვინც არ ზრუნავს ახალგაზრდას დახმარება გაუწიოს ,მიტ უმეტეს სპორცმენს ამას იმსახურებს ,საქარტველომ დაკარგა ერტი წარმატებული სპორცმენი, ახლა არ დაიწყოტ ლანზGვა, გისურვებ დიდ წარმატებებს ოქროს ვაჯკაცო
03:29 / 30-07-2017
გამოხმაურება / 0 /
გმ
დავით ჩაკვეტაძე მდიდრულად ცხოვრობს...მაგრამ მას ფეხებზე კიდია საქართველოში უსახლკარო მათხოვარი ბავშვები,დავით ჩაკვეტაძე პოპულარობით სარგებლობს და ხშირად სტუმრობს რუსულ ელიტარულ წრეებს...და ფეხებზე კიდია,რომ საქართცელოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია,იტაცებენ ხალხს და უგზო-უკვლოდ იკარგებიან,გილოცავ გაახარე დედა რუსეთი ხშირად
17:49 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
უარყოფით კომენტარებს არ აქვეყნებთ?))) რა შეშინებულები ხართ (((
17:12 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
მორიგი მანქურთი ვირიშვილი
13:21 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
ძნელია შენი პოტენციალის ჩაკვლა თუ თუ გიწევს უსასხსრობის გამო, მაგრამ არსებობს რაღაც ზრვარი და ამ ზღვარს ღირსება ჰქვია! აერჩია ის ქვეყანა რომელსაც მისი სამშობლო არ გაუთელავს და არ წაუგლეჯავს ((( როცა შენთვის მანქანა, ფული, ძვირფასეულობა მეტია ვიდრე სამშობლოს სიყვარული ... გამოიცვალე გვარი, ეროვნება... და დანარჩენი ისედაც აღარა პრობლემა ((((( რუსეთის სახელით სულ წაგებას ვუსურვებ!!!
12:46 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
PAVLE 007
არ მესმის იმ სპორცმენებისა და გულშემატკივრების ვინც მსგავს გადაწყვეტილებას ღებულობს ან ამართლებს!? რას მიქვია: ქვეყანაში გაჭირვებას გავექეცი, ფინანსური პრობლემები მქონდა, არ მაფასებენ სათანადოდ , ელემენტარული პირობები არ მქონდა და ა.შ ვისაც იგივე პრობლემები და გაჭირვება აქვს და მაინც საქართველოს სახელით გამოდის ასპარესზე? მთავარი ქვეყნის სამსახურია და არა სხვა დანარჩენი! ვისაც როგორ შეუძლია ისე ემსახურება სამშობლოს და არა უცხო ქვეყანას, მითუმეტეს მტრულს (მტრულად განწყობილს)! ვიცი, რომ სპორცმენები ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და ერთმანეთს ვერ გაიმეტებენ გასაკრიტიკებლად, ალბად უფრო დიპლომატიურად გაამართლებენ შექმნილ სიტუაციას, მაგრამ მეც კი არა მძულს ვინმე, ქართველი, ჩვენი ქვეყნის შვილი. უბრალოდ გული მწყდება და მენანება, რომ საქართველოს სამსახურზე უარს (ჩემთვის ეს უარია) რაღაც პრობლემებს შეაბანენ ხოლმე ხელს. ვინაა დღეს ნეტა უპრობლემოდ ან უდარდელ ქვეყანაში მცხოვრები? რომ ხვდები, რომ ქვეყანას უჭირს, ხალხს უჭირს და მაინც მათ სამსახურში დარჩები ეგაა კაი ქვეყნის შვილობა, თორე პროპბლემებს გაექცე გაჭირვებას გაექცე, რაღაცას გაექცე მაგის გაკეთება რა უნდა!?
12:44 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
Paata
ღმერთმა. დაგლოცოს ქართველო. საქართველოს მთავრობას სენაირი ტალენტები არ უნდატ. რო მიახწიე. ახლა სემოგიდზვრებიან. იცოდე არაფერსი დატახმდე. დღეს და წინა მთავრობაც ქართველები არარიან იუდები არიან . ქართველი ეკლესიას არ ანგტევს ოქროს ფულისტვის და თავის ერს მიწა წყალს ურჯულოებს არ ადზლევს სჯიჯგნად.და. ტავის კარსი გოლები არ გააკტ. გაიხარე იდგეგრდზელე სენი ტამადობიდ გაუმარჯოს გირსეულ ქართველებს და მეგობარ ერებს რუსეტის ტამადობით
12:42 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
თემო
რომელია ამ ფოტოებზე "ელიტური წრე"? რამზან კადიროვი? აი, ნამდვილი ელიტა! ვაი, თქვენს პატრონს! რატომ აბოლებთ ხალხს? ამ მოჭიდავე ბიჭს გაუმარჯოს თავის საქმეში, მაგრამ ასეთი პრპაგანდისტული ხერხებით - არა!!!
12:26 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS