28 ივლისი, 2017
გაჭირვებას გაქცეული ქართველი სპორტსმენი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი გახდა
მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერობისთვის და გამარჯვებისთვის არის დაბადებული, თუმცა საქართველოში ვერც დაფასება მიიღო და ვერც ფინანსური ხელშეწყობა, ამიტომ 2013 წელს ქვეყნიდან წავიდა და ტატამზე ახლა, რუსეთის სახელით გამოდის. ეს ქუთაისელი, სპორტსმენი, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძეა.

ჩაკვეტაძეს ქართველი მწვრთვნელები და სპორტის ქომაგები დიდ მომავალს უწინასწარმეტველებდნენ, მაგრამ ვერავინ დააფასა, მას ცხოვრებისთვის და ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდა...

დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ, რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი
რუსეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.


რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძემ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ჟან ბელენიუკს 9:2 სძლია და ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი გოგი კოღუაშვილია, რომელიც ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი. ის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

დავით ჩაკვეტაძე რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აშკარაა რომ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, მოსკოვში მდიდრულად ცხოვრობს და რუსული ელიტური წრეების ხშირი სტუმარია.



ვლადიმერ პუტინი, რამზან კადიროვი, თინა კანდელაკი, მინისტრები ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დავით ჩაკვეტაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ და რუსეთისთვის წარმატების მოტანის გამო, პირადად საჯაროდ უხდიან მადლობას და სიგელებითაც აჯილდოვებენ. თავის მხრივ, ჩაკვეტაძე მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებს.



დავით ჩაკვეტაძე მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს. უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, მისი საყვარელი მარკა „ბე ემ ვე“ არის, რასაც მის მიერ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული მანქანების სხვადასხვა ფოტოები მოწმობს.

ჰყავს თეთრი ფერის „იქს 6“.



როგორც ჩანს, ქართველ სპორტსმენს ძალიან უყვარს მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნებში ის მეგობრებთან ერთად დადის. ხშირად სტუმრობს მშობლიურ ქუთაისს და ბათუმს.

მისი გული თავისუფალია.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
vvv
შეგნებული ცხოვრების 40 წელიწადი სწავლას შევალიე (ახლაც განვგრძობ, არიქა, რამე არ გამოგვეპაროს, ვის რა სწავლების მეთოდები მოეპრიანება და შენ რომ არ იცოდე, ვინ გაპატიებს?) მაგრამ...ხელფასი ერთ-ერთ სახელმწიფო კოლორიტულ სასწავლებელში, რომელიც არცერთი სტანდარტებით მეორეს არ ჰგავს, ლექცია-სემინარის ჩატარება მთელი თავის სერიოზულობით და პასუხისმგებლობით 2,80 ლარიდან 4,30 ლარამდეა აკადემიური ხარისხის მიხედვით. თუკი პუტინის გარემოცვა მეტყვის, რომ იგივე შრომაში (რუსულ ენაზე) რუსეთის უნივერსიტეტბში მეტად დაფასდება და წავალ, რატომ უნდა დაიბოღომოთ და მოღალატე მეძახოთ, აქ ხომ ვარ, შემამჩნიეთ...რთულია?
21:41 / 17-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Zviadi
Rogor sheidzleba aset adamianźe gamyidveli gaivlo tavshi amxela momavlis mqone adamiani saqartvelom verc sheamchnia ise arian fulisketebaze da muclis gadzgomaze gadasulebi ramdeni amistana talantia daufasebeli da dachagruli imitom rom ar ucyobs saxelmcifo xels unamuso mtavrobaa sadac shroma ufasdeba iq ipova tavisi adgili.vazelinebis qveyanad aqcies yvela rogor iqneba maseti
03:38 / 13-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
მოღალატე ის კი არ არის, ჩვენ საქართველო რომელმაც ვუღალატეთ ფულის გულისთვის და არ მივეცით საშუალება რომ საქართველო ესახელებინა. ვისთვის ეცადა, რა გამოუვიდოდა აქ ფულზე დახარბებულები გაუშვებდენ კიიიიიიიიიი.
15:22 / 11-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ტკვენ ტუ აკ ზიხარტ რა გაუკეტეტ საკარტველოს ერტმანეტიტის ლანზგვა გინების მეტს არაპერს აკეტებტ წავიდა გმერტმა ხელი მოუმარტოს
10:10 / 11-11-2017
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სპორცმენია და სადაც დაუფასეს შრომა იქ წავიდა. ეს ძალით პატრიოტიზმი მოიშალეთ. სტატიაც ისეა დაწერილი რომ სიძულვილი გაგვიჩდეს ამ ბიჭის მიმართ.
09:07 / 11-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS