28 ივლისი, 2017
ლეონარდო დიკაპრიომ გრანდიოზულ წვეულებაზე ჯანეტ ქერდიყოშვილიც დაპატიჟა (ფოტო)
„მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი რამდენიმე წლის წინ, სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ის დროს სწავლას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას უთმობს.

ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჯერად საფრანგეთში, კერძოდ სენ-ტროპეში იმყოფება.

ქართველი მოდელი გუშინწინ, ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე იყო მიპატიჟებული, სადაც ულამაზესი კაბით და ოქროსფერი კლატჩით გამოცხადდა.

ამის შესახებ, ინსტაგრამზე თავად ჯანეტ ქერდიყოშვილმა დაპოსტა.

როგორ მოხვდა ჰოლივუდის ვარსკვლავის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართველი ვარსკვლავი უცნობია. სამწუხაროდ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, The Leonardo DiCaprio Foundation-ის გალა-საღამო სენ-ტროპეში უკვე მეოთხედ
გაიმართა. სადაც ისეთი ვარსკვლავები იყვნენ სტუმრად, როგორებიც არიან ქეით უინსლეტი, მადონა, შონ პენი, ტობი მაგგუაერი.

საღამოზე მადონამ თავისი საუკეთესო ჰიტები შეასრულა. შემდეგ, სცენაზე ლენი კრავიცი ავიდა. საქველმოქმედო აუქციონის წყალობით, ფონდმა დედამიწის გადასარჩენად 30 მილიონი დოლარი მოაგროვა. გათამაშებული პრიზებიდან ყველაზე საინტერესო ლეონარდოსთან და ქეით უინსლეტთან ვახშამი აღმოჩნდა, რომელიც ამ შემოდგომაზე ნიუ-იორკში შედგება.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიორგი
მიწვეული იყო თუ ისე აქვს როდესღაც მაგ სასტუმროს ფოიეში როიდესმე ფოტო ეგეც საკითხავია,რა ოფიციალური მიწვევა ვის აბოლებს,ან თვენ რა სისულელის გჯერათ და წერთ,1000-ობით გავრცელებულ ვერც ერთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ფოტოში ვერ ნახავთ ამ ჯანეტას :)
14:40 / 28-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS