უდაოა, რომ ორივე ქალბატონი ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურება. „რეიტინგმა“ გაარკვია, რომ ნანი ბრეგვაძე და ალა პუგაჩოვა ერთმანეთს რიგაში შეხვდნენ.
სადაც ლაიმა ვაიკულემ „ახალი ტალღის“ კონკურსის დაწყებამდე, მუსიკალური ფესტივალი მოაწყო. ფესტივალზე რუსული ესტრადის ყველაზე ძვირადღირებული და ქართველი ვარსკვლავები იყვნენ მოწვეული.
საქართველოდან რიგაში ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ნატო დუმბაძე, სოსო აბზიანიძე და ეკა მამალაძე გაემგზავრნენ. ფესტივალს
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძემ დაბადების დღეც რიგაში აღნიშნა. ქართველი ვარსკვლავი საკუთარ დაბადების დღეზე, ტრადიციისამებრ კონცერტს ატარებს, თუმცა ლაიმა ვაიკულეს მოწვევის გამო, კონცერტი გადადო და იუბილე რუსი ვარსკვლავების გარემოცვაში აღნიშნა.




