25 ივლისი, 2017
"იუმორინას" მსახიობის ბაბუა გაცოცხლდა
"ქუჩის მუსიკოსი" ლევან სამყურაშვილი ადამიანის აურას და ენერგეტიკას ძლიერად გრძნობს. მუსიკოსის ცხოვრებაში იყო რამდენიმე შემტხვევა, რომლებმაც სიკვდილ-სიცოცხლის არსზე სერიოზულად დააფიქრეს. ამის შესახებ ის ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა:

"მამაჩემი ლევანი, ჭიათურის სოფელ ბუნიაკურიდან არის, როგორც სოფელს შეეფერება იქ ხშირია ქეიფები. ერთ-ერთი ქეიფის დროს, ვიღაცამ მამაჩემს, შეცდომით დანა ჩაარტყა ზურგში.

სასიკვდილოდ იყო განწირული... მაშინ მამამ კლინიკური სიკვდილი განიცადა. გვირაბი ნახა, საიდანაც ვიღაცამ ხელი მოჰკიდა და გამოიყვანა.

რაც შეეხება ბაბუაჩემის, ვარდენის, ისტორიას. ასეთი რამ იშვიათად ხდება. ის როგორც ადამიანები
კვდებიან მოკვდა.

ბებიაჩემმა ტირილი დაიწყო. ტირილზე მეზობლები შემოცვივდნენ, მიცვალებული ტახტზე გაასწორეს და ხელები გულზე დაუწყვეს.

როცა მეზობლები მაგიდასთან დასხდნენ, რადგან გადაეწყვიტათ სად და როდის დაესაფლავებინათ ბაბუაჩემი, მიცვალებულმა თვალები გაახილა და ერთი ამბავი ატყდა. ამ ამბის შემდეგ კიდევ 7 წელი იცოცხლა"-აცხადებს მუსიკოსი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS