“მინდა გითხრათ რომ თბილისის მერმა 100%-იანი მხარდაჭერა გამოთქვა, რომ თეატრს დაუბრუნდეს 1200 კვ. მ. ფართი რუსთაველზე სადაც საუკუნეა თეატრი არსებობს! ამის გარდა დავით ნარმანია მხარს უჭერს რომ ქვეყანაში აშენდეს პანტომიმის თეატრი და საერთაშორისო ცენტრი გაიხსნას. ეხლა ზუსტად ის დროა რომ არ გაჩერდეს და სასწრაფოდ გადაწყდეს ეს ყველაფერი! არ მინდა დავიჯერო რომ ეს დაპირება საბოლოო არ იქნება და რომ
P.S. წინა ხელისუფლებას საერთოდ არც კი დაუბარებია შალიკაშვილი და არც უკითხავს როდესაც თეატრი გაყიდა 1 ლარად და ამ მთავრობამ მოისმინა ჩვენი ტკივილი და მეტიც საქმის მოგვარებაც შეგვპირდა, დიდი დიდი იმედი მაქვს რომ ხვალვე, აქციამდე გადაწყდება და აქციის დროს გვეცოდინება ჩვენი თეატრის მომავალი! დღეს იცნებები ხდება და რეალობად იქცევა! არ დაგავიწყდეთ რომ ეს თეატრი ყოველი თქვენთაგანისაა და მომავალი თაობა იამაყებს ამ უნიკალური ქართული საგანმანათლებლო სპექტაკლებით!“ - წერია გაცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, პანტომიმის თეატრის დირექტორმა ამირან შალიკაშვილმა, განაცხადა, რომ თეატრის დარჩენილი ფართიც 1 ლარად იყიდება. რის გამოც მსახიობებმა შიმშილის დაწყება გადაწყვიტეს.