ირაკლი კუტალაძის შესახებ საქართველოში ცნობილი 2012 წელს გახდა. რუსეთში მცხოვრებმა კუტალაძემ ნინი ბადურაშვილზე იქორწინა და მისი პერსონის მიმართ ყურადღებაც აქედან გაჩნდა.
ბადურაშვილის და კუტალაძის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. წყვილი ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როცა ნინი ორსულად იყო. მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, ირაკლი კუტალაძემ სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელმაც მისი და ნინის დაშორება კიდევ უფრო რეზონანსული გახადა.
დროთა განმავლობაში წყვილს შორის ურთიერთობა დალაგდა. ირაკლი კუტალაძეს მოსკოვში ხშირად სტუმრობს ქალიშვილი, რომელიც დასასვენებლად მამასთან ერთად დადის.
ირაკლი კუტალაძე წყალბურთელ გოგი

ირაკლი კუტალაძის ოჯახი დიდი ხანია მოსკოვში საკუთარი ბიზნესის მფლობელია. მამა თეიმურაზ კუტალაძე რესტორნების ქსელ „ბატონის“ მფლობელია. ასევე რძის საწარმოს დამფუძნებელია. მამის კვალს გაჰყვა ირაკლი კუტალაძეც, მას მოსკოვში საკუთარი რესტორანი აქვს.
რესტორანი „სექტემბერი“ რუსეთის დედაქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობს. თავად კუტალაძე რუსული გამოცემისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ „სექტემბერი მისი მეორე სახლია“.