06 დეკემბერი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - ''არ მაინტერესებს უზნეო ხალხი''
ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან ''ახალ ხმაში'' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. ''გილოცავ, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს'' . სტეფანეც არ დარჩა ვალში, - ''ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ აქვს'' . ''მოგეწვა? სხვათა
შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი'' , განაგრძო დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.

- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
- ეს იყო კომპანია ''რადიო საქართველოს'' მუსიკალური დაჯილდოვება ''ოქროს ტალღა'' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
- მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნომინაციაზე. არც წითელი ხალიჩის ხამი არ ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე, ''თეატრალურის კვარტეტი'' , ''ქართული ხმები'' და არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...

- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან ''ფეისბუქის'' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
აჩიკო
თუ შეიძლება ქართულ-ხალხურ სიმღერებს ნუ შეადარებთ სტეფანეს სირულ სიმღერებს რა
15:44 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
აჩიკო
ისე შეურაცყოფა ადვილი მისაყენებელია არა ნამუსიც არ გაქვთ ნეტა სტეფანეს რომელი სიმგერა აქვს ნორმალური. მე მაგ ადამიანს საერთოდ ავურკძალავდი შოუბიზნეში მოღვაწეობას და კიდევ ბევრ სხვას ძალად მომღერლები არ ელევა საქართველოს
15:40 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.სტეფანეზეა ზედგამოჭრილი.ნეტავ რაუმღერია ისეთი,დათოს ერთი ნამღერიც კი გადასწონის მთელ მის ე.წ. შემოქმედებას.
15:40 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
კენჭიაშვილის სიმღერები კარგი მოსასმენია , მაგრამ თავად მასზე ამ პატარა ინტერვიუდან ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა და არა იმიტომ , რომ სტეფანე მომწონს,უბრალოდ არ მიყვარს ეგეთი ადამიანები, სამწუხაროა...
15:35 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ვინ არის საუკეთესო მომღერალი სტეფანე? არ ვიცი, იმდენი წელია არაფერი უმღერია. დათოსთვის რომ მიეცათ ეს ნომინაცია არ გამიკვირდებოდა, კაცი აღარ მღერის 10 წელია,,, და ვინ დაითვალა ხმები? მაომ ეტყობა. როგორ მსურს , ხალხს ამაზე მეტი საქმე რომ არაფერი აქვთ..
15:30 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სტეფანე, არცერთი შენი ნამღერი სიმღერა გულს არ მოხვედრია, არც სხვა მინახავს ვინმე რომ გაქებდეს, რაც შეეხება დათოს არაჩვეულებრივი მომღერალია, ის ფოლკლორისტია და ძალიან უყვარს ხალხს, არის ძალიან წესიერი, თავდაბალი პიროვნება, შენ რას იქაჩები, ნაცნობები კვდებიან, სიმღერა რჩება. აბა სცადე და წაშალე ხალხის მეხსიერებიდან ჰამლეტ გონაშვილი? შეძლებ? ვერა, ვერა ჩემო კარგო...
14:57 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
ყველა მუსიკოსს თავისი მსმენელი ჰყავს. პირადად მე ქართული ფოლკლორი ძალიან მიყვარს, მაგრამ დათო არჩვაძეს მართლა ვერ ვუსმენ. ამ ნომინაციაში მეც სტეფანეს მივცემდი ხმას, რადგან მართლა ძალიან ორიგინალური და გემოვნებიანია. ასე რომ, საერთო მსმენელის სახელით ნუ ლაპარაკობს ეს ვიღაც კენჭი
14:52 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS