06 დეკემბერი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - ''არ მაინტერესებს უზნეო ხალხი''
ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან ''ახალ ხმაში'' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. ''გილოცავ, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს'' . სტეფანეც არ დარჩა ვალში, - ''ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ აქვს'' . ''მოგეწვა? სხვათა
შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი'' , განაგრძო დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.

- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
- ეს იყო კომპანია ''რადიო საქართველოს'' მუსიკალური დაჯილდოვება ''ოქროს ტალღა'' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
- მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნომინაციაზე. არც წითელი ხალიჩის ხამი არ ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე, ''თეატრალურის კვარტეტი'' , ''ქართული ხმები'' და არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...

- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან ''ფეისბუქის'' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
ანი
სტეფანე და კენჭიაშვილი რადიკალურად განსხვავებულ ჟანრში მღერიან. მე სტეფანეს რამდენიმე სიმღერა ძალიან მიყვარს და კენჭიაშვილიც მომისმენია. "მოეგწვა" რა კომენტარია, ცოტა თავის შეკავება არ უნდა მართებდეს ხელოვან ადამიანს? ეს მართლა სოფლურად გამოსვლია. სტეფანე არ აყვე, ნამდვილად არ ღირს. შენ ძალიან ბევრი ადამიანი გაფასებს შენი შემოქმედების და ასევე შენი ადამიანობის გამოც. წარმატებებს გისურვებ!
17:41 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მია-ს
ხინკალი და ფანდური საუკუნეებს ითვლის და ჩვენი ტრადიციაა! თუმცა, თქვენ ხომ ყველაფერი არატრადიციული გიყვართ ,ორიენტაციიდან დაწყებული .....
17:40 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
ოეეე, ხინკლისა და ტაშ-ფანდურას მოყვარულო უსაქმურებო....
17:31 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგო
სტეპანე და კაცურიიიიიიიიიი;აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
17:14 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
asdf
ცინიზმი არ არის კარგი ადამიანის საქმე ისე
17:10 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესო
შენიიიი ... !!!! კენჭიაშვილია უზნეო და შენ ზნეობრივი ხოოო !!!!
16:59 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ANNA
ვაი ,მართლა ჩვენს პატრონს :( მართალი უთქვამს კენჭიაშვილს! სტეფანე რომ მომღერალია,მერე კაცია და მერე პირველი ჩვენს ქვეყანაში :( ვაი აბა არააა??
16:55 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
LG
სტეფანეს აქვს შემოქმედება საერთოდ? ეგ მართლა კატა - კატუნია
16:35 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
პიოდარასტები მოდიან:D
16:00 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
კენჭიაშვილის სიმღერები მომწონს, მაგრამ მაგ კომენტარებიდან გამომდინარე მის პიროვნებაზე არც თუ კარგი შთაბეჭდილება შემექმნა.
15:57 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS