06 დეკემბერი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - ''არ მაინტერესებს უზნეო ხალხი''
ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან ''ახალ ხმაში'' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. ''გილოცავ, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს'' . სტეფანეც არ დარჩა ვალში, - ''ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ აქვს'' . ''მოგეწვა? სხვათა
შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი'' , განაგრძო დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.

- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
- ეს იყო კომპანია ''რადიო საქართველოს'' მუსიკალური დაჯილდოვება ''ოქროს ტალღა'' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
- მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნომინაციაზე. არც წითელი ხალიჩის ხამი არ ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე, ''თეატრალურის კვარტეტი'' , ''ქართული ხმები'' და არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...

- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან ''ფეისბუქის'' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
კახაბერი
მართლაც,ვაი უბედურო საქართველო...სტეფანეს,რომ წლის მომღერლად დაასახელებ, ის ერი ყველაფრის ღირსია
23:58 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
შაკო
კენჭიაშვილთან ახლოსაც ვერ მოვა ვიღაც სტეფანუშკა
22:50 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გივი
ვაი სირცხვილო ქალაჩუნა კაცს,რომ აირჩევ წლის საუკეთესო მომღერლად
21:56 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
მარტლა ვაი სირცხვილო ვინ ოხერია სტეფანე დატოს მეასედი არაა
21:47 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
stefane umagresia
დიახ,უმაგრსეი ადამიანია და შემოქმედი,მე ძალიან მომწონსსსსსს
20:45 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანკა
სტეფანეს სქესის გარკვევით დავიწყოთ აჯობებდა და მერე მომღერლობით დაგვემთავრებინა!!! ფუფ,კაცს მაინც გავდეს!!! ანო–––გაურკვეველი სქესის არსება!!
19:42 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სტეფანე მომღერალია? არ ვიცოდი, ....
19:08 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ობამა
ქალაჩუნა სტეფანე კაცად როდიდან იქცა? მთელი მაგისი ხელოვნება ნაცების პიარი იყო.
17:57 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
რა დაჯილდოებაც ჩაატარეს ის გამარჯვებულები ყავდათ :)))))))))))))))))))))))))))) - არ შერცხვათ?
17:44 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ალბად კენჭაზეს შესთავაზა და იმან უარი უთხრა და აჭრილია ბიჭი რას იზამ ისე ხუმრობა შორს იყოს და უზაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო ჩვენზეა ნათქვამი,სტიოპას გარდა საქართველოში დასაჯილდოვებელი ხალხი დაილია? მართლა ცინიზმია,ნაფტალინმიყრილი წურწუმია და სტეფანე საქართველოს პირველი ხმები მდა ცუდად არის მაშინ ჩვენი საქმე ამის განმკითხავი ნეტა არავინ არ არის? ნაციონალების ყურმოჭრილი მონები ერთიც და მეორეც გეყოთ ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება,წადით რა სადმე სხვა სფეროში დასაქმდით და გზა მართლაც და ნიჭიერ თაობას დაუთმეთ რომლებიც ივანიშვილის არ იყოს წლეებია მიჭირხვნილი რომ გყავდათ,პაზორ!
17:42 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS