06 დეკემბერი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - ''არ მაინტერესებს უზნეო ხალხი''
ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან ''ახალ ხმაში'' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. ''გილოცავ, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს'' . სტეფანეც არ დარჩა ვალში, - ''ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ აქვს'' . ''მოგეწვა? სხვათა
შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი'' , განაგრძო დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.

- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
- ეს იყო კომპანია ''რადიო საქართველოს'' მუსიკალური დაჯილდოვება ''ოქროს ტალღა'' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
- მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნომინაციაზე. არც წითელი ხალიჩის ხამი არ ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე, ''თეატრალურის კვარტეტი'' , ''ქართული ხმები'' და არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...

- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან ''ფეისბუქის'' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
ნიტა
არც ერთი უქნია ნორმალურ მომღერლად ღმერთს და არც მეორე , ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან და ჭამენ ერთმანეთს , მაგრამ სტეფანე წლის საუკეთესო მომღერალი მართლა ძალიან სასაცილოა :))) ბოლოს როდის იმღერა თუ ახსოვს ნეტა?!
11:57 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
მართლაც სირცხვილია სტეფანეს პირველობა,თუმცა ძნელია ამ ქვეყანაში რამემ გაგაკვირვოს!!! რაც შეეხება დათოს, ის რომელიმე ფენას და ასაკს კი არა, უმრავლესობას უყვარს. დავით!!! დრო იტყვის ყველაფერს!!!
11:52 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგუშა
ჭაბუას სიტყვებს,მოვიშველიებ ვაი,უბედურო საქართველო საით მიექანები შენ.სტეფანეეეე??ჟიურიში ვინ იჯდა???სულ გამოჭანჭურდით თU ესეც სირიკოების პიარია???
11:14 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ეს ემიგრანტები არიან თუ ქვეყნის მოღალატეები წარმოდგენა არ აქვთ საქართველოზე უკვე და დაგვიწყებენ იქიდან საქმეების გარჩევას ან ჭკუის დარიგებას.,,დავაით,,რა, ეყარეთ მანდ და უსმინეთ მაქაურ მომღერლებს სიმღერის მაგივრად რომ ყმუიან
10:54 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ვაი მართლა მის პატრონს ვინც სტეფანე არ იცის და არ მოუსმენია.უნიჩიერსი მომღერალია და ერთადერთი საქართველოდან ვინც საზღვრებს გარეთ შეძლო სიმღერა რეიტინგულ ტელევიზებში საქართველოს სახელით.ეს კენჭიაშვილი ერთი ჩვეულებრივიაა...ეგეთები ყოველ მეორე ოჯახში მღერიან საქართველოში...არაფერი განსაკუთრებული..მეც ამერიკაში ვცხოვრობ და სტეფანე ყოველთვის ვიცი ვინც იყო და ყოველთვის ვაღიარებდით აქაური ქართველები..აი ეგ კენჭო კი მართლა მერე გავიგე და მაგნაირები და მაგაზე უკეტესი ფოლკლორისტები ბევრი მოვისმინეთ..სტეფანე..გილოცავ და ასე წარმატებულად გააგრძელე..შენ ნამდვილად იმსახურებ მაგ ჯილდოს..ყური არ უგდო გაბოროტებულ ბანძებს..
08:22 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჩუტალა
არაფერს არ ვერჩი სტეფანეს,მაგრამ დათო კენჭიაშვილზე ვიტყვი რომ არაჩვეულებრივი მომღერალია,დიდი სიამოვნებით ვუსმენ,ჩემთვის აღმოჩენაა დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სამყაროში
08:01 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ფოლკლორისტი ძალიან ხმამაღლად ნათქვამი ტიტულია ბაიათების მომღერლისთვის ეს კონკურსი კი ტთუ რაც იყო მე პირადად საერთოდ არ გამიგია და დარწმუნებული ვარ მომღერლების გარდა არც არავინ იცოდა ასერომ :))
03:43 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
mari
20 welia amerikashi vcxovrob da aqc ki momismenia am kenjiahsvilis simgerebi , bevris manqanidanac ki ismis da es stepane vin aris saertod verasd vermovizie rom momesmina misi simgerebi, wavikitxe aq komentebi da gigaceebi ambobeb nijieri momgeralioao, vai martla tqvens patrons, vai sircxvilo am kretins vigac stepanes sul ar rcxvenia rom aset abda ubda pasuxobs jurnalist, etkoba rom martla zalian daunia da zalian uinteleqto , aa da kidev erti ratom laparakobs ase enismochleqit iqneb vibmem amixsnas gtxovt.
03:14 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
სტეპანე შეიძლება კარგი პიროვნებაა არ ვცნობ, მაგრამ მე მისი ნამღერი რახანია არ გამიგია, საერთოდ მომღერალია?
02:49 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ხოოოოო
ყველამ რომ თავის საქმეს მიხედოს უკეთესი იქნება... სტეფანე უდაოდ ნიჭიერი ადამიანია.
00:11 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS