06 დეკემბერი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - ''არ მაინტერესებს უზნეო ხალხი''
ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან ''ახალ ხმაში'' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. ''გილოცავ, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს'' . სტეფანეც არ დარჩა ვალში, - ''ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ აქვს'' . ''მოგეწვა? სხვათა
შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი'' , განაგრძო დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.

- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
- ეს იყო კომპანია ''რადიო საქართველოს'' მუსიკალური დაჯილდოვება ''ოქროს ტალღა'' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
- მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნომინაციაზე. არც წითელი ხალიჩის ხამი არ ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე, ''თეატრალურის კვარტეტი'' , ''ქართული ხმები'' და არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...

- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან ''ფეისბუქის'' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
ლოლა
სტეფანე რომ უნიჭიერესი მუსიკოსია ამაზე ორი აზრი არ არსებობს.ის რამდენიმე წლებია ცნობადი სახეა,აი კენჭიაშვილი კი ალბათ 1 2 წელია რაც პირადად მე ვიცი,თანაც სულ წაერთნაირო სიმღერებს ასრულებს.ეტყობა დათოს გული დაწყდა
22:00 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანგელინა
იცით, ყველაზე დიდი პრობლემა რაშია? მიშას წასვლამ არ უშველა შოუბიზნესს არაფერი... მიშას ფავორიტები გულაობდნენ და დღესაც გულაობენ... ის არ ეყოთ 9 წელიწადი უნიჭოების პარადი რომ ჰქონდათ გამართული და ახალგაზრდობას უგემოვნო მუსიკას ასმენინებდნენ..... 24 საათი ტელევიზიიდან თუ რადიოდან უნიჭო და თან უნამუსო მომღერლები აგოიმებდნენ მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ასე აწყობდა წინა მთავრობას.... სტეფანეს რას ერჩით? ბავშვი რომ ტირის ჰკითხეს, რა გატირებსო? გამდის და ვტირივარო... თუ მართლა პროფესიონალები არ ჩაუდგნენ შოუ ბიზნესს სათავეში, არაფერი არ გვეშველება მაშინ.... იმედია, ახალი მთავრობა გაითვალისწინებს ამ სამარცხვინო მდგომარეობას, რაც დღეს დღეობით ხდება კულტურის სფეროში და ნიჭიერ ხალხს მართლა დაეხმარება....
21:17 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატო
ტეკოს-ს ვეტანხმები დატო ცალიან ნიციერი ბავსვია ცალიან უკვარტ საბერცნეტსი მოკიტხვა დატოს
20:36 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკო-ს
კენჭიაშვილი რომ არ გაგიგია ეგ იმდენი უბედურებაა არაა,რამდენადაც ის დასკვნა რაც გამოგიტანია ! მე გერმანიის ქართულ სათვისტომოსთან მქონდა რამოდენიმე წელი შეხება და ნეტავ იცოდეთ როგორ უყვართ იქ კენჭიაშვილი,ის ერთადერთია ვის ხმასაც შეუძლია სული დაუმშვიდოს ემიგრამტებს და არა მხოლოდ ევროპაში ! ასე რომ მას არ სჭირდება ჩინ-მედლები ,მისი ჯილდო ხალხის სიყვარულითაა გამოხატული !!! მე არ ვეხები სტეფანეს და არც მის ზნეობას,უბრალოდ ეცით პატივი სრულიად ემიგრანტების საყვარელ მომღერალს და ნუ მოიხსენიებთ მას როგორც არ ეკადრება ??
20:20 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
სალოს ვეტანხმები სტეპანე ვაი ვაი......ხალხნო დატოს ხმას დააკვირდიტ რა მომგერალია ვგიჯდები რა
20:11 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სალო
ვაიმე ამ სტეპანეს გულისტვის ვერ უკურებ ახალ ხმას რას გლაბუცობს ვერ ვიტან და მაგის ცოლსაც სხვა ვერავინ ნახეს რა ....
20:08 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
muro
tqven zedmetad gaunatlebelo vitom musikis moyvarulebo!!!jererti kenchiashvils magali xma araqvs ubralod sasiamovnod mosasmeni ramodenime simgera aq,mere meore stefane ar yviris da dzalian tanamedrove musikas qmnis ubralod tqvennairi nino chxeidzeebs ar mogswont es,da fanduras musikebs ro agar mousment mere gadadit rame axalze ..
17:53 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ხალხო, სტეფანე, მართლა ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია!!!! დათოს და სტეფანეს შედარებას რაც შეეხება, ჟანრობრივად იმდენად სხვადსხვა მხარეს არიან, უბრალოდ არც შეიძლება. და საერთოდაც, კენჭიაშვილის "ჩატკბილებული" ნამღერი, არცთუ სასიმოვნოდ მოსასმენია. მისი ყველა სიმღერა ერთმანეთს გავს. ყველას თავისი მსმენელი ჰყავს....ვფიქრობ, ხელოვან ხალხს ცოტა მეტი პატივისცემა მართებთ ერთმანეთის მიმართ :)
16:55 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათო
უბრალოდ სირცხვილია სტეფანეს და დათოს შედარება ერთმანეთთნ დათოს არაცჰვეულებრივი ხმა აქვს და სტეფანე საერთოდ მღერის? ყვირისსსს
14:44 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკო
ვინაა კენჭიაშვილი? სტეფანემ სახელი საქართველოს გარეთაც წარმატებულად გაიტანა. ეტყობა ინტერვიუ უნდოდა აეღოტ მისგან და პიარისთვის იცინიზმა ბიჭმა
12:52 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS