06 დეკემბერი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - ''არ მაინტერესებს უზნეო ხალხი''
ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან ''ახალ ხმაში'' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. ''გილოცავ, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს'' . სტეფანეც არ დარჩა ვალში, - ''ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ აქვს'' . ''მოგეწვა? სხვათა
შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი'' , განაგრძო დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.

- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
- ეს იყო კომპანია ''რადიო საქართველოს'' მუსიკალური დაჯილდოვება ''ოქროს ტალღა'' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
- მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნომინაციაზე. არც წითელი ხალიჩის ხამი არ ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე, ''თეატრალურის კვარტეტი'' , ''ქართული ხმები'' და არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...

- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან ''ფეისბუქის'' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
ცუდი საქციელია დათიკო
ასე არ შეიძლება, რას ქვია ვაი ჩვენს პატრონს, და რატომ არა ვაი შენს პატრონს !
01:46 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
იკა
ამაზრზეია ფოლკლორისტის იგივე დათუნას ქმედება, და + არაგონივრული. ფბ-ზე თუ იყო კონკურსი იასნია ლაიკებით იქნებოდა გამარჯვება. ხოლო ვისაც რა მოწონდა იმას დაულაიქა, ღვარძლი და ცინიზმი არაა საჭირო
01:41 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
ორი სირი დაეტაკა ერტმანეტს
13:54 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
tamo
სტეფანეც რომ მომგერალი იქნება რა უნდა ელაპარაკო მსმენელს?საცოდაობის ზენიტი,მაია და სტეფანე დამალეთ
19:43 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
.............
გაიტანეთ რა ეს სტეფანია ქალი
16:49 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
სტეფანე მომღერალია? ფუუუუუუუუუ ქალაჩუნა, მე მაგის ნამღერი არ მაგონდება.
16:34 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
დათოს ვეთანხმები ყველაფერში, მინდა დავწერო კიდევ ბევრი ამ ტემის შესახებ მაგრამ ნერვების მოშლა არ მინდა.სტეფანესა და მარკუსას ნაირირებს რომ გამოიყვან სცენაზე და მომგერალს დაუძახებ სხვას რას უნდა ელოდე მერე.
14:57 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევან -ს
საერთოს, სწორედაც რომ წლის მომღეარლი სახელდება იმ კონკრეტულ წელიწადში გახიტებული სიმღერებით,სტეფანეს სიმღერა ამ წელში კი არა, მგონი ბოლო 3 წელია არავის გაუგია ! კენჭიაშვილს კი ამ წელში 3 ყველაზე მოთხოვნადი და ე.წ. ხიტი გამოუვიდა ,ასე რომ ყოველშემთხვევაში თუ კენჭიაშვილი არა ,სტეფანე მაინც არ ჯდება ამ მოხოვნებში და ის არანაირად არაა წლის მომღერალი !
12:59 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეგ სტეფანე კი არა და სტეფანიაა.
დაუკვირდით, სტეფანეს აქვს დანაწევრებული მეტყველება და სიმმღერიტაც ასევე მღერის.
12:56 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
იცით რაშია საქმე ხალხოო?სტეფანე ნამდვილად არარის ისეთი მომღერალი რომ წლის მომღერლის სტატუსი მიენიჭებინათ ეგ რის ხარჯზე მართლა?რა გააკეთა ამ წელში მან!!! არაფერი!!! და ამ კენჭიაშვილსაც ნუ აუვარდება თავში რაღაც ორი სიმღერის გაჰიტება!!! არც ესაა წლის მომღერალი...
03:42 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS