06 დეკემბერი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ დათო კენჭიაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი ერთმანეთს - ''არ მაინტერესებს უზნეო ხალხი''
ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილი ინტერვიუ სტეფანესა და მის გუნდის წევრთან ''ახალ ხმაში'' ფეისბუქის ჩემს გვერდზე გავიზიარე, თან სტეფანეც მოვნიშნე, რომ აღნიშნული მასალა არ გამორჩენოდა. მალევე მასალის ქვეშ მომღერალ, დათო კენჭიაშვილის კომენტარი გაჩნდა. ''გილოცავ, წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი ჩვენს პატრონს'' . სტეფანეც არ დარჩა ვალში, - ''ძალიან გულკეთილი ადამიანი ხარ, შენს პატრონს სანერვიულო არ აქვს'' . ''მოგეწვა? სხვათა
შორის, ბებია მყავს მღებრიშვილი'' , განაგრძო დათომ და სტეფანემ აღარ უპასუხა.
ბუნებრივია, ამ კამათის დეტალებით დავინტერესდით და დათოს დავუკავშირდი.

- დათო, გუშინ კამათი მოგსვლიათ შენ და სტეფანეს, რა მოხდა?
- არაფერი, ერს მივულოცე სტეფანეს წარმატება ცინიზმით და ეწყინა.
- რა წარმატებაზე ლაპარაკობ, რა კონკურსში გაიმარჯვა სტეფანემ?
- ეს იყო კომპანია ''რადიო საქართველოს'' მუსიკალური დაჯილდოვება ''ოქროს ტალღა'' , სადაც წლის მომღერალი მამაკაცი სტეფანე მღებრიშვილი გახდა, ქალი კი - ლელა წურწუმია. დაჯილდოება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. ვითომ ინტერნეტ გამოკითხვით, ლაიქების მიხედვით აარჩიეს გამარჯვებულები, მაგრამ სასაცილოა, ყველაფერს მაინც ამ ქვეყანაში, მათ შორის საპრიზო ადგილებს, რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
- რატომ მიიჩნევ, რომ სტეფანეს არ ეკუთვნოდა ეს ტიტული?
- რა ვიცი, ეკუთვნოდა?
- მე ჟურნალისტი ვარ, შენ მომღერალი, შენი აზრი უფრო საინტერესოა.
- ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ, მითხარი?!
- შენს რომელიმე სიმღერას ან თავად შენ არანაირ ნომინაციაში არ გაგიმარჯვიათ ამ კონკურსში?
- მე ფოლკლორისტი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ერთ ნომინაციაზე. არც წითელი ხალიჩის ხამი არ ვარ. უბრალოდ იქ, იმ ადგილას იმდენი ნიჭიერი ადამიანი იყო, ეგ რომ დაასახელეს წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად, სირცხვილისაგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. იქ იყვნენ დათო არჩვაძე, ''თეატრალურის კვარტეტი'' , ''ქართული ხმები'' და არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კომენტარისთვის სტეფანესაც დავუკავშირდით...

- სტეფანე, გუშინ კამათი მოგსვლია დათო კენჭიაშვილთან ''ფეისბუქის'' გვერდზე...
- ვისთან? ვინ არის კენჭაძე?
- კენჭაძე არა, კენჭიაშვილი, მომღერალია, ფოლკლორისტი.
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მართლა არ ვიცი, ვინ არის. ასეთი ბევრია, არ მაინტერესებს უზნეო ხალხი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
ნანა ონიანი
დათო - როცა შენს სიმღერებს ვუსმენ, როცა შენს ღვთაებრივ ხმას ვუსმენ, მეორედ ვიბადები, შენა ხარ ჩემი მონატრებული სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი, შენი ხმა უნდა ისმოდეს მთაშიც და ბარშიც, თუმცა მიეცეს გზა ფართო ყველას და გვირგვინი მხოლოდ შენნაირებს ეკუთვნის. შენი ხმა -ქართული ხმაა, ისეთი , რომლის დაცვაც დაშენარჩუნებაც გვჭირდება, აქ ქართული ანბანი ცეკვავს, აქ ჩვენი ტრადიცია გუგუნებს... ბილიკ , ბილიკ მომღერალნი აბა რას შეგედრება , ჩემო დათო.
05:07 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.....დათოს არც ვაკადრებ ამ უზნეოსთან შედარებას.....ძალიან მიყვარს დათო კენჭიაშვილი და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება......სტეფანეს კი ვურჩევ დაესვას მიწაზე რაა....უზნეო და დეგენერატი თვითონა.....
16:40 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კენჭიაშვილს
ჩემო ოქრო, ჩემო უტკბილესო ! ამ ბუნების შეცდომაზე იშლი ნერვებს ?? სტიოპასტან პაექრობა რა შენი საკადრისია? შენ ერს უყვარხარ ,ეგ კი ერთ თავისნაირს ! შენი ერთი "არ დაიჯერო" მაგის მთელი ცხოვრების ნაჯახირებს გადაიწონის .დაიკიდე და აკეტე შენი საქმე ჩვენთვის! გვიყვარხარ მთელს ოჯახს !
02:34 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ელზა
გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ სტეფანე არც უნდა გასულიყო განა რა გააკეთა ისეთი? ამათი შედარებაც არ შეიძლება სად დათო და სად სტეფანე. ჩვენი საშველი არც ყოფილა და არც იქნება.
19:34 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლა ლა ლა
მოაცილეთ ეს მარაზმატიკი ტიპები,ჯერ ნაციონალების მინ...ი იყო,ეხლა აქაც მოერგო სიტუაციას.ჩვენი საშველი არ არის????? არ მინდა ჩვენმა შვილებმა ამ ხელოვნურად გამოყვანილ მეტრაკეებს უყურონ,მეტრაკეებს ყველა გაგებით. ესეთები ხვალ გეტყვიან მიშა ჩვენ გავაგდეთო,ამათგან რას უნდა ელოდე.მილიონები იშოვეს ამ მათხოვრებმა და მართლა ხელოვანი ხალხი კაპიკებს ითვლის.ფუუუუუუუუუუ
16:01 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელუკა
ვკითხულობ ამ კომენტარებს და გავგიჯდიიი...საერთოდ რაზე ლაპარაკობთ და რას არჩევთ,თუ ხვდებით???იქ სადაც ქართული ხმებია დასახელებული,იქ სტეფანეს ჯანრის მომგერალს რა უნდა?ან რას აჯილდოვებენ ერთმანეთს,მეტი საქმე არ აქვთ?საერთოდ სირცხვილია რაზეც ლაპარაკობთ....
14:58 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
nia
ჰაჰ, როდის რა იმღერეს ბოლოს სტეფანემ ან ლელამ? წელს კლიპიც არ მახსოვს მაგათი, რა წლის მომღერალი :)) მაშინ როცა დათო კენჭიაშვილი მართლა შესანიშმავ სიმღერებს წერს. მოდი და ნუ გეწყინება, მესმის მისი. 90-იანების ჩაძირული პაპსა "ელიტა" თავის ჭიას ახარებს რა :))
00:41 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
სტეფანე და მომღერალი? თანაც საუკეთესო :D მართლა ვაი ჩვენს პატრონს ყრუ უნდა იყო მაგას ხმა რო მისცე....ან დათო კენჭიაშვილთან რა შესადარია ”სწოპაჩკა” სასაცილოა რა :X
13:32 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კლემენტინა
სტეფანე და მომღერალი ნუ რა ვიცი მითუმეტეს წლის მომღერალი) ამ ქვეყანაშI ყველაფერი ესეთი დაბალი დონის რატომ არის? რით ვერ განვითარდით.უკან-უკან მიდის ყველაფერი განვითარების მაგრივრად პრიმიტიული ადამინებით სავსე ქვეყანას ვემსგავსებით.
10:50 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რამდენი მალოდინეეე, ვაიმე რა უბეუდურებაა ნუუ
ლოლ
01:47 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS