"იღბლიანი ბორბალი" პირველი გადაცემა იყო, რომელიც "რუსთავი 2"-ზე მიმდინარე ფინანსურ კრიზისს შეეწირა. სამსახურის გარეშე დარჩენილ მსახიობს ახლა ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მეგობრეთან ერთად კლუბებსაც ხშირად სტუმრობს.
თბილისის კლუბებში გართობის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს ის საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გუშინ ღამით, მახიობმა ფეისბუქზე მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის და მისი მეგობრები სახლში პატრულმა წაიყვანა. "პატრულმა ჩამოგვარიგა სახლებში <3" - წერს ბეგაშვილი.
"რეიტინგი" შეეცადა გაერკვია
- შორენა, რატომ დაგჭირდათ პატრულის დახმარება?
- კლუბში ვიყავით მეგობრები, სადაც ცოტა დავლიეთ. ამიტომ როცა სახლებში ვბრუნდებოდით, პატრულმა შემოგვთავაზა დახმარება და სახლებში დაგვარიგა. სხვა არაფერი არ მომხდარა.
