21 ივლისი, 2017
"მეომარი, მაგარი ქალები ვართ ახალი საქართველოს დედები. გვაკოცეთ პადაგრებზე"
მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების ამჟამინდელი, უკიდურესად სტრესული და გადატვირთული პერიოდი, არ მაძლევს საშუალებას, დროსა და ნერვებს, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება, კიდე ყველაფერზე თითების გადატყავებამდე ვწერო, მაგრამ ბოლოდროინდელ ხდომილებებზე ეს პოსტი გამახსენდა, რომელში აღწერილი შემთხვევაც არც პირველი იყო ჩემთვის და არც უკანასკნელი. მაშინ, როცა პრიმატების უზარმაზარი ჯოგი ათასნაირი ეშმაკის მანქანებით გაუპატიურებით მემუქრებოდა და მე პოლიციაში ვათენებდი ღამეს, ძალიან ბევრჯერ დამისვეს კითხვა: "მოიცა ერთი რა, არ გკიდია? ფეისბუქში ვიღაცა რაღაცას
დაწერს, მაგაზე პატრულში უნდა რეკო?". მაშინ ვპასუხობდი, რომ, ცხადია, უნდა ვრეკო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, წარმოდგენა არ მქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის არსებობაზე, (გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე).

მაშინ პოლიციაშიც დამარწმუნეს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, გაეკეთებინათ, იყო "სიტყვიერი დატუქსვა". ამ ფენომენის მოქმედების მექანიზმი რომ გავაანალიზოთ: ვიღაც ფანტაზიორობს შენზე, როგორ მოგკლავდა/მოგტყნავდა/გაწამებდა და ამ დროს პოლიციელი, დარწმუნებული საკუთარ ავტორიტეტში, შენ - ვინმე ჯიგარ გოგოს, ასევე ჯიგრულად გიწვდის დახმარების ხელს და ამ ტიპს კაცურად "უიასნებს, რო ცოტა დაოკდეს." ისიც "მენტის პონტში ზადნავს". ეს არის, ძმებო და დებო, "სიტყვიერი დატუქსვა". ჩემს შემთხვევაში ამ დატუქსვამ ის შედეგი გამოიღო, რომ მუქარის პოსტის ავტორმა თავისი მარკიზდესადობის ადიბასები წაშალა, მერე დამბლოკა და, ალბათ, ჩემგან უხილავად, ისევ ახლიდან დაწერა.

სამაგიეროდ იმ ტექსტის ქვეშ მოხტუნავე ჭუჭუაბრიგინებულმა კაცობამ და სისხლიანლეჩაქიანმა ქალობამ, ლეგიონია მათი სახელი, გადმოინაცვლეს ჩემს კედელზე იგივე მუქარითა და ლანძღვით და ეს გრძელდებოდა კვირები. უბრალოდ მათგან არც ერთი იყო კორკოტა და არც მეორე - მორგოშია, ამიტომ ისტორიას არ შემორჩება მათი სახელები, როგორც უკიდეგანო ყლეების. ყველა უსახელო ყლედ დარჩება.

და მე მიხარია, რომ თვიდან თვემდე ვიზრდებით. რომ შვიდი თვის წინ რაღაც შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩა და შვიდი თვის მერე მსგავს ინციდენტს მოჰყვა ქალების მარში. დიდებული და საამაყო. ასეა, რაც უფრო მეტი და მძიმეწონიანი ბაქტერიები იჩითებიან ჩვენს საამაყო ქართულ სისხლში, მით უფრო მეტ ანტისხეულს ვიმუშავებთ და მით უფრო რეზისტენტულები ვხდებით. მით უფრო გვიმუშავდება ბრძოლის უნარი და გადაუდებელი მკურნალობის აუცილებლობის განცდა.

თუმცა, ტვინი მიდუღდება, რომ ვაცნობიერებ, რამდენი ომი გვაქვს წინ გამოსავლელი. აგერ, საკუთარმა დედამ, ძალიან გულნატკენმა, მთხოვა, - აიღე ეგ (ერთ-ერთი) ფოტო, ხედავ, რაებს წერენო? - და სქრინები ჩამიგდო, როგორ მლანძღავენ ფეხზე არსებული პადაგრის გამო.

ჯერ კიდევ იმ გარემოში ვცხოვრობთ, როცა ვიღაცები თვლიან, რომ ტერფის გამოჩენა ფოტოზე "ქალისგან არ არის ლამაზი საქციელი" და "მითუმეტეს თუ პადაგრა გაქვს, დამალე შე კაიოჯახიშვილო, რას მაყურებინებ და გულს მირევ". ვიღაცებს, წარმოიდგინეთ, მოცლიათ და სადღაც რაღაც ძონძღლი ტაბლოიდების კომენტარებში ჩემი პადაგრების დაწუნებით და ამიტომ, ჩემი გინებით კავდებიან. პადაგრიან ქალებს გვაბულინგებენ, მოკლედ. დიდცხვირიანებს, ჭორფლიანებს, განიერგავიანებს, დაბლებს, მსუქნებს, უმკერდოებს, მკერდიანებს, მაღლებს, ხმელ-ხმელებს, ტრაკიანებს და უტრაკოებს, ქალებს გვაბულინგებენ, გვატყუებენ, გვამცირებენ. ხოდა ქართველი ქალების მარში მარშზე. აბა, როგორ! მეომარი, მაგარი ქალები ვართ ახალი საქართველოს დედები. გვაკოცეთ პადაგრებზე."-წერს მახარაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქეთი
ეს უბედური ნელ-ნელა გადის სამყაროდან, უფრო და უფრო უსტვენს, რას მიედ-მოედება, რას არახუნებს, მისი უბადრუკი ნაჯღაპნი რომ გაშიფრო სულ ცოტა ბილწ სიტყვათა ლექსიკონი უნდა მოიშველიო ან ქუჩურ - ბირჟული ლექსიკონი, სად მიიღო განათლება თუ აქვს მიღებული საერთოდ? რისი თქმა უნდა? თავისი საქციელით რომ აღიზიანებს საზოგადოებას ამის უტვინო თავი ნეტა თუ ვერ ხვდება, ან პატრონმა მაინც დაარიგოს (თუ ყავს საერთოდ)
15:18 / 24-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მე
შენ ხარ ქალი??? და საერთოდ "ქალთა მარშში" რომელი იყო იქ ქალი???
12:30 / 24-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS