15 მაისი, 2013
მაშო მელქაძე დედა გახდა
ჩემი გმირისა და ჩემი მშობიარობა ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ სამშობიაროში მისულს გაოცებულები მიყურებდნენ ექიმები. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს თანამშრომელი, „სვეტსკი“ ნინი ახალ სეზონში მაყურებლის წინაშე დიდი ნამდვილი მუცლით წარსდგა, მსახიობი მაშო მელქაძე მართლაც ორსულად იყო. 12 მაისს ეთერში გასულ სერიაში ნინის მშობიარობა დაეწყო და ამის გამო მთელი სამსახური თავზე დასტრიალებდა.

Ratingერთი დღის შემდეგ კი მაშომ რეალურად იმშობიარა და გოგონას დედა გახდა. ბავშვს სახელად კატუშა დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშო ჯერ კიდევ სამშობიაროშია, ამ თემასთან
დაკავშირებით ჩვენი საიტისთვის მოკლედ კომენტარი მაინც გააკეთა.


- მაშო, გილოცავ პატარის შეძენას, ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს...
- დიდი მადლობა. ჩემი გმირისა და ჩემი მშობიარობა ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ სამშობიაროში მისულს გაოცებულები მიყურებდნენ ექიმები, დერეფანში ბავშვით რომ დავდივარ, ვგრძნობ, უცხო ადამიანების გაკვირვებულ მზერას. მართლაც, საოცარი დამთხვევა იყო. კატუშა 13 მაისს საღამოს 6-ის 20 წუთზე დაიბადა, 3 კილო და 500 გრამია, 52 სმ, მგონი უფრო მამას ჰგავს (იღიმის). სასაცილო გოგოა, სულ ჭამს, ძალიან გახარებული და დაბნეული ვარ.
Rating- წარმატებებს და სერიალში მალე დაბრუნებას გისურვებ.

ციცი ომანიძე

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
გვანცა
გილოცავ მაშო :) მეც მინდა ჩემი ცოლის დაქალებში მონაწილეობაააააააა:(
18:37 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
გილოცავ პატარას გმერთმა ჯანმრტელი და სასახელო გაგიზარდოს. უფალი ფარავდეს :*
14:55 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესო
დუბლინიდან დიდი სიყვარულით გილოცავთ მაშო და დავით ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოთ კატუშა ))
04:10 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ძალიან საყვარელი გოგო ხარ. გაიხარე და გამრავლდი შენს პატარა ოჯახთან ერთად
22:08 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
დიდი , ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო გაიზარდე კატუშააა!
21:40 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS