ერთი დღის შემდეგ კი მაშომ რეალურად იმშობიარა და გოგონას დედა გახდა. ბავშვს სახელად კატუშა დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშო ჯერ კიდევ სამშობიაროშია, ამ თემასთან - მაშო, გილოცავ პატარის შეძენას, ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს...
- დიდი მადლობა. ჩემი გმირისა და ჩემი მშობიარობა ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ სამშობიაროში მისულს გაოცებულები მიყურებდნენ ექიმები, დერეფანში ბავშვით რომ დავდივარ, ვგრძნობ, უცხო ადამიანების გაკვირვებულ მზერას. მართლაც, საოცარი დამთხვევა იყო. კატუშა 13 მაისს საღამოს 6-ის 20 წუთზე დაიბადა, 3 კილო და 500 გრამია, 52 სმ, მგონი უფრო მამას ჰგავს (იღიმის). სასაცილო გოგოა, სულ ჭამს, ძალიან გახარებული და დაბნეული ვარ.
- წარმატებებს და სერიალში მალე დაბრუნებას გისურვებ.ციცი ომანიძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















