20 ივლისი, 2017
უცხოური პრესა ხატია ბუნიათიშვილის და ორლანდო ბლუმის შესახებ, ახალ დეტალებს ავრცელებს
გუშინ უცხოურმა პრესამ ხატია ბუნიათიშვილის და ორლანდო ბლუმის ფოტოები გაავრცელა. წყვილი პაპარაცებმა პარიზში დააფიქსირეს. გამოცემები წერდნენ, რომ მსახიობი პარიზის ქუჩებში შავთმიან უცნობ გოგონასთან გამოჩნდა.

შავთმიან უცნობ გოგონას საქართველოში კარგად იცნობენ, შესაბამისად ქართველებმა ხატია ბუნიათიშვილი ფოტოებზე თავიდანვე ამოიცნეს.

დღეს კი ხატიას შესახებ უცხოური გამოცემები დეტალურად წერენ.

იღბლიანი გოგონა, რომელთანაც 40 წლის ორლანდო ბლუმს რომანი აქვს, 30 წლის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილია - წერს უცხოური პრესა.

ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს რომ ბლუმის და ბუნიათიშვილის რომანი დამალული არ არის.

ხატია ბუნიათიშვილს კლასიკური მუსიკის სამყაროში კარგად იცნობენ. გოგონა ბათუმში დაიბადა, ის ბავშვობიდან უკრავს ფორტეპიანოზე. 6 წლის ასაკში პირველად დაუკრა თბილისში, შემდეგ კი ევროპაში გაემგზავრა. ის წარმატებით გამოდის ამერიკის, ევროპის და უკრაინის საკონცერტო დარბაზებში.

რაც შეეხება სკანდალებს პირად ცხოვრებაში, გამოცემა წერს, რომ ხატიამ თავისი სიყვარული მუსიკას მიუძღვნა და პირად ცხოვრებაში სკანდალები არ ჰქონია.

ხატია ხუთ უცხო ენაზე საუბრობს.

ხატია ბუნიათიშვილი ოჯახის ერთადერთი ვირტუოზი წევრი არ არის. გამოცემები მისი დის, მუსიკოს გვანცა ბუნიათიშვილის შესახებაც წერენ.

რაც შეეხება ორლანდო ბლუმს, ჟურნალისტები მას არჩევანს უწონებენ და იმედს გამოთქვამენ რომ არაჩვეულებრივ წყვილს სერიოზული ურთიერთობა აქვთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS