05 დეკემბერი, 2013
ჟურნალ ''ბომონდის'' და ''ართთაიმის'' საქველმოქმედო საღამოზე სოლიდური თანხა შეგროვდა
ქართველი მოდელი რეკლამაში ძალიან მომხიბვლელია. მის გამოჩენას კლიპში ოვაციებით შეხვდნენ 4 დეკემბერს, ''ქორთიარდ მარიოტში'' ჟურნალ ''ბომონდისა'' და ''ართთაიმის'' ერთობლივ საქველმოქმედო ღონისძიებაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჟურნალის მესვეურებმა ფონდ ''იავნანას'' დახმარებით მოიძიეს ოჯახი, რომელსაც ცივი ზამთრის გადასატანად შინ გათბობის დამონტაჟება სურდა, თუმცა, ამისთვის სათანადო თანხა არ გააჩნდათ.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე ''ართთაიმმა'' ულამაზესი საათები აუქციონზე გამოიტანა. საღამოს წამყვანმა, ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე ლოტი იქ მყოფი საზოგადოების წინაშე წარადგინა და შეკრებილებს შორის ვაჭრობა გაიმართა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ცოლ-ქმარმა -
მუსიკოსმა, გიგა აგლაძემ და ჟურნალ ''ბომონდის'' რედაქტორმა, თეა აგლაძემ ერთ საათზე ძალიან ბევრი ''იჭიდავეს'' , საბოლოოდ კი მაინც გიგამ აჯობა, თუმცა შეძენილი საათი, რასაკვირველია, მეუღლეს უსახსოვრა.

Rating

ასევე წარმოდგენილი ლოტებიდან თითო-თითო ნივთი შეიძინეს ნინო ჩხეიძემ, ქეთი თითბერიძემ და იქ მყოფთა შორის ყველაზე პატარა ქველმოქმედმა, დაჩი თევდორაშვილმა. გია ჯაჯანიძემ, ეკა ნიჟარაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებმაც ანონიმურობა შეინარჩუნეს, კეთილი საქმისთვის თანხა აუქციონში მონაწილეობის გარეშე გაიღეს.

სტუმრებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ. ''ართთაიმმა'' ერთი იღბლიანისთვის ბრილიანტებით მოოჭვილი საათი საჩუქრად დააწესა. დარბაზში შესულთაგან ყველა სტუმარს გასაღებები დაურიგდა, თუმცა ამ გასაღებებიდან მხოლოდ ერთი ერგებოდა გალიას, სადაც საჩუქარი იდო. ეს ულამაზესი ნივთი ყოფილი პრეზიდენტის პრესმდივანს, ნათია ბანძელაძეს ხვდა წილად.

სანამ აუქციონი გაიმართებოდა, მანამდე ''ართთაიმისთვის'' გადაღებული ვიდეორგოლის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა. კლიპში კრისტი ყიფშიძე მონაწილეობს, რეჟისორი კი გიგა აგლაძე გახლავთ. ქართველი მოდელი რეკლამაში ძალიან მომხიბვლელია. მის გამოჩენას კლიპში ოვაციებით შეხვდნენ.

საღამოს დასრულების შემდეგ, როდესაც შესული თანხის დათვლის დრო დადგა, ორგანიზატორები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. შეგროვდა საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც დასახული მიზნის შესასრულებლად სრულიად საკმარისია. იმედია, ჟურნალი ''ბომონდი'' კვლავაც გააგრძელებს ამგვარი საინტერესო ღონისძიებების ინიცირებას.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS