19 ივლისი, 2017
რა კომენტარს აკეთებს მთავარი პროკურორი ვანო ჯავახიშვილთან დაკავშირებით
პარლამენტარი ემზარ კვიციანი პროკურატურაში დაიბარეს. განცხადება ამის შესახებ, ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

საქმე ეხება კვიციანის გუშინდელ განცხადებას. მან სოციალურ ქსელში ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა დაანონსა.

”ჩვენ უკვე დავინტერესდით აღნიშნული საკითხით. შესაბამისი უწყება ჩაბარებულია და ველოდებით ემზარ კვიციანის გამოცხადებას გამოკითხვაზე. მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სწრაფად გავერკვევით”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებაზე - "ჩემს თავზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, ჩემი
ოჯახი ღელავს"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იუმორი და დაცინვა სულ სხვა რამეა
ვანომ რომ ზალიააან ზედმეტებში დაიწყო გადასვლა ეს ყველასთვის ნათელია და დროა შეაცეროთ. ვიგაცამ უნდა შეაჩეროს მაგ თავხედი იუმორის საოზგადოებაში გაშვება
23:25 / 19-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS