19 ივლისი, 2017
"მე საბოდიშო არაფერი არ მაქვს" - კორკოტაშვილი განმარტებას აკეთებს
გია კორკოტაშვილი, თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე განმარტებას აკეთებს. "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ დოლიძეს შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა, თუმცა აქვე დასძენს იმასაც რომ ორ ადამიანს შორის საუბარი მუქარა ნამდვილად არ არის.

"იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ. გაუპატიურებით დამუქრება არის, როდესაც ადამიანს პირადად დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ გიზამ ამას და ამას. ორ ადამიანს შორის რა სლენგია, უზრდელური თუ არის და გინებით თუ გამოვხატავ მე ამას, ვისი რა საქმე არის გამაგებინეთ. მე არსად არაფერი
საბოდიშო არამაქვს".

თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს, ფეისბუკზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
რეალობა
ორ ადამიანს შორის რა სლენგია ვიცი მე ჩატში და არა ვიგაცის კედელზე. და საერთოდან ეს კაცი რომ წაშალოთ რესპოდენტობიდან და საერთოდ აეკრძალოს ტელევიზიით და რადიოთი გამოსვლა უკეთესია ბევრად უკეტესი მოსაუბრე და ორატორი ხალხი გვყვავს
16:51 / 20-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მერი
ეს გოგონა რამდენი ხანია ევროპაში ცხოვრობს და ავიწყდება,რომ ქართველია!ქართველი,რომელიც წესებს არ ემორჩილება!!!ტყუილად კი არ სვამდა ნებისმიერ კანონდამრღვევებს მიშა ხიხეში?!სხვანაირად ვერ მოარჯულებ ქართველ ხალხს...
13:05 / 20-07-2017
გამოხმაურება / 0 /
თორნიკე
ავადმყოფი ადამიანი!
11:50 / 20-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS