მუსიამ მართლმადიდებლური გიმნაზია დაამთავრა და მომავალში სარეჟისორო ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას, თუმცა ამ ეტაპზე ძირითადად თავისი მუსიკალურობით და საინტერესო
მუსია გიტარაზე უკრავს და მღერის. საესტრადო-ჯაზური ხელოვნების სასწავლებელიც აქვს დამთავრებული. სტუდია New Georgia Records-ში გოგონამ პირველი ალბომიც ჩაწერა, რომლის შემდეგაც პატარა ქართული ტურნეც ჩაატარა.
როგორც კრიტიკოსები და უბრალო მსმენელები ამბობენ, მშვენიერი ხმა, შესანიშნავი პლასტიკა და სუფთა ქართული ტემპერამენტი აქვს. ძირითადად ცნობილ სიმღერებს ასრულებს.
ამბობს, რომ რამდენიმე საკუთარი სიმღერაც აქვს, თუმცა ჯერ ვერ ბედავს მათ შესრულებას. მოსკოვშიც გამართა კონცერტი, მოსკოვის კინოფესტივალის არაოფიციალურ განყოფილებაზე გამოვიდა. სცენაზე დახეული ჯინსებითა და თეთრი მაისურით წარდგა:
''ეს ეპატაჟისთვის არ ყოფილა. უბრალოდ, მიყვარს ასე, არაპომპეზურად. ჩემი კონცერტები კოსტიუმირებულ შოუებს არასდროს დაემსგავსება'', - ამბობს მუსია.
მოზარდობისას, ალბათ გამორჩეული გარეგნობის გამო, მოდელობასაც აპირებდა, თუმცა მამამ დაუშალა. მაშინ მუსიას ეწყინა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მამა მართალი იყო, ჯობდა სახელი სხვა რამით გაეთქვა. ჰოდა, მხატვრების ოჯახში ის პირველი დადგა მიკროფონთან.
ამბობს, რომ უყვარს ის ქალაქები, სადაც მისი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ - თბილისი, პარიზი და მოსკოვი. საყვარელი ბრენდი Maison Martin Margiela-ა. პარიზში ხშირად ესწრება მოდის კვირეულებს. სწორედ ერთ-ერთ მათგანზე შეხვდა დიზაინერ კარლ ლაგერფლედს.
თბილისში მთაწმინდაზე უყვარს სეირნობა, პარიზში - ბულონის ტყეში, მოსკოვში კი - თავისი სახლის ვერანდაზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, ან მამის სახელოსნოში.

დიდი გოგი თოთიბაძის შთამომავალ ძმებს მოსკოვში ერთი დიდი ოჯახი აქვთ. მათ სახლში 13 ადამიანი ცხოვრობს. კონსტანტინეს ექვსი შვილი ჰყავს, სამი გოგო და სამი ბიჭი. მუსიას და მის უმცროს ძმას დედისგან მემკვიდრეობით გამოჰყვათ ჟღალი თმა. სხვათა შორის, მუსიას ძმა ანტონმა მამის გზა გააგრძელა და ხატავს.
ძმები თოთიბაძეები ხატვის გარდა სხვა პროექტებითაც არიან დაკავებულნი. 2008 წელს გამოსცეს რეცეპტების წიგნი ''საქართველო. პირველი, მეორე, მესამე'' . ტექსტებისა და ილუსტრაციების ავტორები თავადვე არიან. ფოტოები რუსეთში მცხოვრებმა ნინა გომიაშვილმა გადაიღო, ის თოთიბაძეების ოჯახის მეგობარია.
წიგნისთვის თავიანთი ახლობელი ქალბატონებისგან ჩაიწერეს რეცეპტები - დიდი გოგი თოთიბაძის მეუღლისა და ცნობილი საოპერო მომღერლის ცისანა ტატიშვილის საფირმო ხარჩო, ნანა ზანდუკელის საცივი...
ასევე გამოსცეს ''იტალიის კულინარიული მეგზური'' , თანაავტორ იტალიელ შეფმზარეულთან ერთად. რეცეპტებს დღესაც მთელ მსოფლიოში აგროვებენ. გარდა ამისა, სხვა ცხოვრებისეული გატაცებაც აქვთ, ისიც საერთო - დიდი ხანია, სერიოზულად ვარჯიშობენ კარატეში.
შეჯიბრებებში მონაწილეობენ და საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებსაც ატარებენ. უფროსი ძმის ანგარიშზეა ხუთი ოქროს მედალი ქვეყნის ჩემპიონატში და რამდენიმე საერთაშორისო გამარჯვება, კონსტანტინე კი რუსეთის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია. როგორც მამამ, მხატვარმა გიორგი თოთიბაძემ და დედამ დაარიგათ, გამუდმებით ერთად არიან და ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ.
ჟურნალი ''რეიტინგი''




















