ამის შესახებ ინფორმაციას პიანისტის დედა ნატალია ბუნიათიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს:
„ჩემო მეგობრებო, ხატიამ უარი თქვა პარიზში „ბასტილიის დღის“ – საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე, გერგიევის გამო. ამით მან გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთში, ადამიანების უფლებების დამცველ ქვეყანაში, გერგიევის მოწვევა, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის,
დიახ, მართალი ხართ, ეს გააპროტესტა ხატიამ, როგორც ქართველმა და როგორც მსოფლიო მოქალაქემ და უარი თქვა ამ ცდუნებაზე. აბა, სიმღერა და დაკვრა და მერე გაპროტესტება არაფერს ნიშნავს. ხატიას სხვა მუსიკოსებიც ასევე რომ აჰყოლოდნენ, ეს მოიტანდა შედეგს და არა ის, რომ „არა ოკუპაცია“ იძახო ფეისბუქზე და პარალელურად გერგიევთან ერთად იმღერო თუ დაუკრა, გინდაც ხელი არ ჩამოართვა, გინდაც ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნო… შედეგს გამოიღებს ნამდვილი სანქცია გერგიევის წინააღმდეგ, რომელიც იქნება უარის თქმა მასთან გამოსვლაზე. ნამდვილი სანქცია მის წინაამდეგ ის არის, როდესაც აკარგვინებ სამსახურს, როდესაც მასზე უარს ამბობენ. ეს მოხდება, თუკი ყველა გავაპრორესტებთ და მასზე უარს ვიტყვით. “… – წერს ნატალია ბუნიათაშვილი ვრცელ სტატუსში.
შეგახსენებთ, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებულ კონცერტზე საქართველოდან, მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო ვარსკვლავმა ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა. ანიტამ მსმენელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ანიტა სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს რუსეთთან დაკავშირებით. შესაბამისად რთულად მისახვედრი არ არის, რომ ბუნიათიშვილის დედამ სტატუსში ანიტა რაჭველიშვილი გააკრიტიკა.