რამდენიმე დღის წინ, თათია დოლიძემ სოციალურ ქსელში
"ქართველთა მარშის" შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. რასაც მარშის ორგანიზატორების მხრიდან მუქარა მოჰყვა. საზოგადოების განსხვავებული ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული პოსტები მათმა ავტორებმა წაშალეს, უარყვეს ან განაცხადეს, რომ მათი სახელით
"ფეიკ" გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო.
უცენზურო პოსტებს თათია დოლიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:
"რამდენი ადამიანი დასაქმდა უცბად ჩემი ლანძღვა-გინებით. რამდენიმე ფავორიტი კომენტარიც კი მაქვს უკვე.
ჯერ მარტო
25 წლის გოგოზე მოერიდებოდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს, როგორებადაც თავი მოაქვთ მარშის მონაწილეებს, ასეთი რაღაცების დაწერა. ქალებზე აღარაფერს ვიტყვი, თავად მიაჩნიათ ასეთი ტიპის ქალებს, რომ ჭკუა არ მოეთხოვებათ.
***
როგორც კი ვნახე, რომ პოსტი წაშლილი იყო თავისივე კომენტარებით, მაშინვე მივხვდი, რომ ამის თქმას აპირებდნენ.
ყალბიაო! ათასობით ადამიანს მაინც არ ენახა.
ვაი თქვენს კაცობას!
არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვარ მოგიწოდოთ ყველას, რომ აქ კომენტარებში დადოთ ყველა სქრინი, რაც დაგიგროვდათ.
სირცხვილი თქვენ!", - დაწერა თათია დოლიძემ.