17 ივლისი, 2017
რას წერს ინგა გრიგოლია"ფეისბუქზე" ქალიშვილის დაოჯახების შესახებ
ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარიამ გრიგოლია დაოჯახდა. მარიამის რჩეული შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. შვილის დაოჯახებასთან დაკავშირებით ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, უდიდესი მადლობა ყველას ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის. ამდენი კეთილი სიტყვისა და სურვილისთვის. ყველას მილოცვა წავიკითხე და გავბედნიერდი. მიყვარხართ გულში. გადამეხადოს თქვენთვის ეს სიკეთე. უცნაური განცდაა, როცა აღმოაჩენ, რომ ერთადერთი შვილი უკვე იმდენად დიდია, რომ ოჯახის შექმნას გადაწყვეტს. მადლობა ყველას...
მიყვარს ეს ბიჭი ძალიან...".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS