მომღერალი ლალა ივანიშვილი, მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში რაც რუსულმა მედიამ ის ყოფილი პრემიერ მინისტრის დად გამოაცხადა. 3 დეკემბერს მოსკოვში მომხდარი ძარცვის დროს, ლალას 7 ათას დოლარად ღირებული ტელეფონი მოჰპარეს.
ლალა ისრაელში მოღვაწე ქართველი მომღერალია. წლების წინ ქართულმა საზოგადოებამ საკმაოდ შთამბეჭდავი კლიპით ''ზარი ისრაელიდან'' გაიცნო. სექსუალური ლალა, თავისი შთამბეჭდავი ფორმებით საქართველოში ისეთი პოპულარული ვერ გახდა, როგორც ისრაელში.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პრესამსახურმა მალე განმარტა, რომ
ლალა ივანიშვილს ქართულ შოუბიზნესში თუ საკუთარი სიმღერებითა და კლიპებით თავის დამკვიდრება არ გამოუვიდა, ახლა ეს სულ რაღაც 7 ათასი დოლარის ფარგლებში მოახერხა.
მართალია, დანაკარგი დიდია, მაგრამ დღეს ყველამ იცის, ვინ არის ლალა ივანიშვილი.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















