მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. ის ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას შეყვარებული იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ ისინი დაშორდნენ.
დაშორება ნინიმაც დაადასტურა. თუმცა ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ჩვენი წყაროს ცნობით, გიორგი ჭანტურია ნინი გოგიჩაიშვილის პარალელურად, არაერთ ცნობილ მოდელს წერდა და გაცნობას სთავაზობდა.

ერთ-ერთ მოდელით ის ჯერ კიდევ მაშინ იყო მოხიბლული, სანამ ნინი გოგიჩაიშვილს გაიცნობდა, მაგრამ მოდელმა მას ურთიერთობაზე უარი უთხრა.
მის ვინაობას "რეიტინგი" შეგნებულად არ ასაჯაროვებს.

გიორგი ჭანტურიას მოდელებში არ
გაუმართლა, მაგრამ როგორც ჩანს, მარტოობაც არ გაუგრძელდა დიდხანს. ის ჟურნალისტ ანი ფურცელაძეს ხვდება. როგორც ჩანს წყვილი გრძნობებს არც მალავს და ინსტაგრამზე უამრავ ერთობლივ ფოტოს ავრცელებენ.
შეგახენებთ, გიორგი ჭანტურია წარსულში მიმი შელიაზე იყო დაქორწინებული.