ჯამიროქუაი საქართველოში 28 ივლისს ეწვევა. მუსიკოსი თბილისში პირველად 2005 წელს იმყოფებოდა, მან თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ფილარმონიაში კონცერტი ჩაატარა. მომღერალი საქართველოზე ძალიან არის შეყვარებული და ამას ყველა შოუში აღნიშნავს.
2005 წელს საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას, ჯამიროქუაიმ თბილისის და მცხეთის დათვალიერება შეძლო, მან ღირსშესანიშნავი ადგილები მოტოციკლეტით დაათვალიერა და ქართული კერძებიც დააგემოვნა. წელს დროის სიმცირის გამო, ამას ვეღარ შეძლებს.
აღსანიშნავია რომ აღმოსავლეთ
სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჯამიროქუაი ქართველ მსმენელს მიმართავს.
"გამარჯობა საქართველო! მე მალე დავბრუნდები, ლოდინისთვის არც ისე დიდი ხანი დარჩა, მოუთმენლად ველოდები როდის დავბრუნდები საქართველოში. მალე გნახავთ."