11 ივლისი, 2017
გაიცანით "მის და მისტერ პლანეტა საქართველოს" მონაწილეები
საქართველოში კიდევ ერთი მსოფლიოს დონის სილამაზის კონკურსი ჩატარდება. "მის და მისტერ პლანეტას" ჩვენი ქვეყანა, წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს.

ვინ წარადგენს, საქართველოს მსოფლიოს კონკურსზე ეს ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. კონკურსის შიდა-შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა.

ჟიურის მომღერალი მარკუს მეტრეველი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიების ორგანიზატორი, სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამფუძნებელი და არაერთი სილამაზის კონკურსის წარმომადგენელი ეკა მგალობლიშვილია.
ეკა მგალობლიშვილის განცხადებით, ვინ წარადგენს საქართველოს "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსზე, 22 ივლისს "ქორთიარდ მარიოტში" გახდება ცნობილი.

""საქართველოს წარმომადგენელი 22 ივლისს გამოვლინდება.
შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ კონკურსანტები და საერთაშორისო კონკურსს ბათუმი უმასპინძლებს.

ეს კონკურსი სამი წელია საქართველოში ტარდება და ბათუმი შემთხვევით არ შეგვირჩევია ღონისძიების ლოკაციის ადგილად. სილამაზის კონკურსს არაერთი უცხოური არხი და გამოცემა აშუქებს, ამიტომ ჩვენი მიზანი არის, ტურიზმის განვითარებასაც შევუწყოთ ხელი ამ ღონისძიებით"-განაცხადა ეკა მგალობლიშვილმა.

"რეიტინგი" იმ კონკურსანტების ფოტო-გალერეას გთავაზობთ, რომლებიც პლანეტის ყველაზე ლამაზი მისტერ და მისის ტიტულისთვის იბრძოლებს. 


Rating
Rating
Rating
Rating
Rating
Rating
Rating
Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნატა
მღებრიშვილისთანა შეუხედავს კაცი გამოიყვანს სადმე? არც ტანი არც სახე ფუუუ
11:47 / 13-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
გადავიფიქრე.....შედეგებს ვნახავთ 22-ში, საოცარი კონკურსანტებია
12:08 / 12-07-2017
გამოხმაურება / 0 /
:)
ჰაიმეეეე...
11:19 / 12-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS