11 ივლისი, 2017
"ჩემი ცოლის დაქალები" დაიხურა
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მეთერთმეტე სერია საკმაოდ ემოციურად დასრულდა. სეზონის დახურვას მაყურებელიც და სერიალის შემოქმედებითი გუნდი, სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურად ეხმაურება.

"მეთერთმეტე სეზონის დასასრული, ჩცდ გუნდი რომელიც ნამდვილი ოჯახივით გადაიქა Formula Creative დიდი მადლობა მაყურებელს რომელიც ყოველთვის დიდი ინტერესით და სიყვარულით ელოდა ჩვენს ეკრანებთან გამოჩენას სცენარის ავტორს ადამიანი რომელიც ჩვეულებრივი გენიოსია Keti Bozhidaria რეჟისორები რომლებიც უდიდესი შრომით დებდნენ იმ შედეგს რომელიც უმაღლეს რეიტინგამდე ადიოდა Giorgi Liponava @ tengo ჩცდ შემქმნელებს Irakli Saghinadze Misha Mshvildadze Zuka
Gumbaridze რომლებიც ისეთ პროდუქტს ქმნიან რომელიც 6 წელი საშინლად საინტერესოა და რეიტინგული მსახიობებს ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს და კოლეგებს დაუზოგავი შრომისთვის და უსაზღვრო ნიჭიერებისთვის მადლობა მთლიანად ფორმულა კრეატივს რომ ვარ თქვენი წევრი რასაც ვაკეთებ ყველაფერი თქვენი დამსახურებაა მინდა რომ გისურვოთ უამრავი წარმატებული და რეინტინგული პროექტი მთლიანად მთელს გუნდს ხართ ყველაზე საუკეთესოები და პროფესიონელები"-წერს სალომე შარვაძე და გადასაღები მოედნიდან ფოტოებს ავრცელებს.

"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა სერიალი ახალი სეზონიდან აღარ გაგრძელდეს. ინფორმაციის გადამოწმება გიორგი ლიფონავასთან ვცადეთ, რომელმაც გავრცელებული ჭორები უარყო.

როგორც იცით, "რუსთავი 2"-ზე ახლა ფინანსური კრიზისია, რომელიც მთელ რიგ პროექტებს შეეხო. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში, სერიალის პროდუსერმა, ირაკლი საღინაძემ განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებსაც" შეეხო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
სერიალების მოძულე!
არასდროს მიყურებია თუ დამიჯერებთ. რა ხალხზეა გათვლილი ყველას კარგად ესმის, ისე ვინც უყურებს მშვიდობაში.
16:35 / 13-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნამდვილად სჯობს დაიხუროს. ყოველი სეზონი წინაზე უარესი იყო. ამდენი უზრდელობის და უკულტურობის რეკლამა აღარ არის საჭირო.
13:34 / 13-07-2017
გამოხმაურება / 0 /
nana
არ დახუროთ რა გთხოვთ, ძალიან მაგარი სერიალია,
11:43 / 13-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თუ ეს სარიალიც დახურეს, მაშინ საერთოდ გააუქმონ არხი, აბა ინდური სერიალებით და ახალი (ცუდი ამბებით" ისედაც ბევრი არხია გადატვირთული და რისთვის უნდა ვუყუროთ რუსთავი2-ს?
11:29 / 12-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS