როგორც ჩანს სოფო ოკაცეს და მარტვილის კანიონებით განსაკუთრებულად მოიხიბლა, რაც მის მიერ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტებიდანაც ჩანს.
შეგახსენებთ, სოფო შევარდნაძე რუსეთში წარმატებული ტელეწამყვანია და იქაური გლამურული საღამოების სასურველი სტუმარიც გახლავთ.
ექს-პრეზიდენტის საყვარელი შვილიშვილი საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, რადგან მშობლიური ქვეყანა ძალიან უყვარს.
