03 დეკემბერი, 2013
ვინ არის სალომე ბაკურაძის ახალი სიყვარული და აპირებს თუ არა მომღერალი გათხოვებას
ჩვენ ჯერ ლაშას დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. ლაშამ საჭესთან ჯდომა მოიმიზეზა და რამდენიმე წუთში დარეკვა გვთხოვა ''ჯეოსტარში'' მონაწილეობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სალომე ბაკურაძე ყვითელი პრესის ფურცლებზე, ხშირ შემთხვევაში გარეკანზეც გამოჩენილიყო. დიდი ხნის განმავლობაში მომღერალი არც პირად საკითხებზე ერიდებოდა საუბარს.

მისი და ვასიკო გეგელიას სიყვარულის ამბავი, რომელიც მისი მეგობრის ასევე "ჯეოსტარელი" ანი კეკუას ბიძა გახლავთ, წლები გრძელდებოდა. ეს უკანასკნელი მაყურებელს ტელეიმედის პროექტ ''შეგირდი'' -დან ახსოვს.

თუმცა, მათი სიყვარულის ისტორია ქორწინებით არ დასრულდა.
რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, სალომე ამ თემაზე არ საუბრობს. პირიქით, მომღერალი ინტერვიუს დაწყებამდე ჟურნალისტებს აფრთხილებს, არაფერი ჰკითხოს პირად თემებზე.

მიუხედავად ამისა, მომღერლის ცხოვრებაში საინტერესო სიახლის შესახებ შევიტყვეთ. სალომე კვლავ შეყვარებულია. როგორც ამბობენ, მისი რჩეული ტელეკომპანია ''ჯიდიეს'' -ში მუშაობს, ლოკაციის მენეჯერის თანამდებობაზე.

სალომეს ''ფეისბუქის'' გვერდზე მასთან გადაღებული რამდენიმე თბილი ფოტოც აღმოვაჩინეთ.

Rating

ჩვენ ჯერ ლაშას ბასლანძეს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. ლაშამ საჭესთან ჯდომა მოიმიზეზა და რამდენიმე წუთში დარეკვა გვთხოვა, მაგრამ მოგვიანებით აღარ გვიპასუხა. მას მერე რაც მივწერეთ რის დაწერას ვაპირებდით, ასე გვიპასუხა: - ''ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თუ შეიძლება, კომენატარისგან თავს შევიკავებ. მადლობა''.

ჩვენ სალომესაც დავუკავშირდით.

- სალომე ''რეიტინგიდან'' გაწუხებ...
- დიდი ბოდიში ახლა არ მცალია.
- სულ ორი კითხვა მაქვს, მასალას ვწერ და არ მინდა შენი კომენტარის გარეშე გავუშვათ.
- კარგი, გისმენ.
- თუ იცნობ ვინმე ლაშა ბასლანძეს?
- კი ვიცნობ.
- "ფეისბუქის" შენს კედელზე მასთან გადაღებული რამდენიმე ძალიან თბილი ფოტო ვნახეთ. გავიგეთ, რომ შეყვარებულები ხართ.
- ეს ამ ფოტოებს აწერია სადმე?
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჟურნალისტები ინფორმაციას სხვა და სხვა წყაროებიდან მოვიპოვებთ ხოლმე.
- და ხშირ შემთხვევაში ცდებით...
- ამის დასაბუთება მკითხველს მივანდოთ... მაშინ მითხარი ამ შემთხვევაში როგორ არის?
- ამ შემთხვევაში ჩემი ''ფეისბუქი'' და იქ გამოქვეყნებული ფოტოები არ მინდა საზოგადოების განსჯის საგანი გახდეს. ამ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუს არ ვიძლევი და ვერც თქვენ იქნებით გამონაკლისი.
- იმასაც ამბობენ, უახლოვეს მომავალში სალომე და ლაშა ქორწინდებიანო.
- არც ამ კითხვაზე ვაპირებ პასუხის გაცემას.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
უცხო
ბოღმები თქვენთვის შეინახეთ არავის დასაცინია სალომე ბაკურაძე ეს ისეთ ადამიანია ესეთი არ დაბადებულა და არც დაიბადება ადამიანი ნიჭი ადამიანი კეთილი ბოღმა ნუ გახრჩობთ ხალხო თქვენ უნდა ამაყობდეთ რომ საქარტველოს ესეთი ადამიანები რომ ჰყავს ამიტომ ტქვენი ბოგმები თქვენთვის შეინახეთ და ერთი წუთით თუ დაფიქრებულხართ თქვენს საყვარელ ადამიანზე რომ თქვან ესეთი რაღაცეები დაფიქრდით და შემდეგ დაწერეთ დამპლური რაღაცეები
14:09 / 03-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ნეტა თქვენ რომ მეტი სამე არგაქვთ :)
00:45 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ტოჟე მნე, სალომე ბაკურაძე
01:19 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ხოხ
ამ გოგოს დაოკებას არ დაადგა საშველი.
16:40 / 04-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS