10 ივლისი, 2017
"ამომივდნენ ყელში ეს არაკაცები" - ვინ აგინა ეკო ფანგანს
თბილისში გადაადგილება რომ რთულია, ეს უცხო ამბავი არასდროს არის. ავტომობილით მგზავრობის დროს, პრობლემები შეექმნა ტელეწამყვან ეკო ფანგანს, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მინდა ერთი "ვაჟკაცი" გაგაცნოთ. მოვდიოდი ჩემს გზაზე, ეს მანქანა რომ დაიძრა, ციმციმა არ ჩართო და გადმოვიდა სავალ გზაზე, დამისიგნალა, გადამაგდო გზიდან და თან კარგად და გრძლად იგინა... ოღონდ მხოლოდ იმის გამო, რომ მას გზა რატომღაც არ დაუთმეს!

ასეთ გომბიოებზე არასოდეს ვიშლი ნერვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძაან ზედმეტი მოუვიდა და მეც ამომივდნენ ყელში
ეს არაკაცები.

გავეკიდე, ეს ფოტო გადავუღე და რასაც ვფიქრობდი ვუთხარი. საცოდავი, ფარჩაკი არსება, ალბათ, კომპლექსებით სავსე, თავისზე სუსტს (ამ შემთხვევაში ძალიან შეცდა ოღონდ) რომ მანქანიდან აგინებს იმის გამო, რომ ცუდ ხასიათზეა, სავარაუდოდ.

ვკითხე, კაცობა რა გგონია, ეგ ორი ღინღლი წვერი თუ ეგ მერსედესი-თქო, საცოდავი არსება ხარ, დაუკმაყოფილებელი, კომპლექსიანი და დაბოღმილითქო, ამიტომ მანქანიდან გოგოებს აგინებ და მერე გაზს ფეხს ადგამ და გარბიხართქო.

რაღაცის თქმას კი ლამობდა, მაგრამ დიდად არც მომისმენია, სახეზე სასწაული გაკვირვება ეწერა, სახლამდე რომ მივყევი. აა, ხოოო, გამახსენდა, ავადმყოფი ხარო, მკითხა?  გინებაზე თავი რომ არ დავუქნიე ბედნიერმა, ე.ი. ავადმყოფი ვარ.

გინება ჩემი სტილი არ არის, ჩემი აზრით მორალურად საცოდავების დამახასიათებელია (გაუზრდელობაზე რომ არაფერი არ ვთქვათ), რადგან სხვა არაფერი შეუძლიათ და ასეთ "ადამიანებს" არც ვყვები ხოლმე, თუმცა ძალიან იშვიათად მახსენდება ერთი ოქროს წესი, რომ ყველას თავის ენაზე უნდა ელაპარაკო.  ამ ვაჟკაცობით და კაცობით აღსავსე ადამიანის დანახვისასაც ეს წესი გამახსენდა და, საერთოდ, გადავწყვიტე ყველა ასეთი აწი გაგაცნოთ.. გაიცანით პირველი..."-წერს ფანგანი სოციალურ ქსელში.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კკიკო
მე ვიცნობ ამ მანქანის მფლობელს,ეჭვი მეპარაბეა უმიზეზოდ ეგინებიე,ალბათ ხბოსავით დახტოდი გზაზე,და გადარიე ადამიანი
13:17 / 13-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS