დამლაგებელი, რომელიც ხსენებულ სამსახურში დაიწყებს მუშაობას, ხელფასი 265 ლარი ექნება და სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის დასუფთავება და სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგება მოუწევს.
თუმცა ამ სამსახურში მოწყობა არც ისე ადვილია, ამისათვის ოჯახში მინიმუმ ბაკალავრის დიპლომს უნდა
დამლაგებელმა უნდა იცოდეს:
ა) საქართველოს კონსტიტუცია
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ''
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ''
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
ე) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ''
ვ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ''
ზ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ""
თ) ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ'' წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილება.
ი) ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013წლის 22 აგვისტო №16 დადგენილება
კ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება
ლ) `საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, დამლაგებელი აუცილებლად უნდა ფლობდეს კომპიუტერულ ცოდნას და უნდა გააჩნდეს კარგი წერითი უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) cv
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (ასლი);
ე) სამოტივაციო წერილი.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე თუ იგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან, ორი კვირის ვადაში, თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლებამოსილ პირს წარუდგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.
თუ თქვენ ყველა ეს უნარი გაგაჩნიათ, ცხადია, ზეპირად არავინ გენდობათ. თქვენ წინ გელოდებათ ტესტირება და თუ ამასაც გადალახავთ, გასაუბრება...
იხილეთ ვაკანსიის ლინკი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















