ქართველმა მოდელმა "Dolce & Gabbana"-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა
სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მოდელმა, 21 წლის თათია ახალაიამ მონაწილეობა მიიღო Dolce & Gabbana-ს Alta Moda ჩვენებაში, რომელიც 7 ივლისს პალერმოში გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო 400 სტუმარი და მათ შორის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბრედ პიტი, რობერტ დე ნირო, ჯორჯ კლუნი, მადონა და სხვები.