ვინც შოუ ნახა, ალბათ ყველას დაამახსოვრდა 4 წლის ბაიკერი ბიჭუნა, თორნიკე თეზელაშვილი, რომელიც პირდაირ ეთერში ''რუსთავი 2'' -ის ეზოდან ჩაერთო და მოტოთი მაყურებელს სხვადასხვა სირთულის ტრიუკები უჩვენა.
პირდაპირ ეთერში ბაიკერი ბიჭუნა სპორტულმა ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ წარადგინა. ნომრის შემდეგ ჟურნალისტმა პატარა მონაწილე კისერზე დაისვა და თორნიკე ჟიურის მხრიდან შეფასებები მოისმინა. მოულოდნელად თორნიკემ დიმა ობოლაძეს პირდაპირ
თორნიკე ფინალისტი ვერ გახდა, მის გამოსვლას კი სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ თემაზე განმარტების გაკეთება დიმა ობოლაძეს სოციალურ ქსელში მოუწია.
გადავკითხე გუშინდელი ''ნიჭიერის'' კომენტარები...
1. თურმე, 4 წლის ასაკში მოტოციკლზე ბევრს შეძლებია სიარული...
2. ზოგი თვლის, რომ თორნიკე, რომელმაც ყურები ამიწია... უზრდელი ბავშვია
3. ჟიური ''დამპალია'' იმიტომ, რომ მომღერლები გადადიან ფინალში
4. მე თურმე მაიმუნს ვგავარ:)
ჩემს პასუხებსაც მოუსმინეთ...
1. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის ასაკში არც ერთს, ვინც ეს დაწერა მოტოციკლი ახლოსაც არ უნახავს
2. თორნიკე 4 წლისაა, ოთხიიიის... და არაჩვეულებრივი, თბილი ბავშვია. ცელქი კი... და ამ ასაკში დისერტაციას ვერ დაწერს:)
3. მომღერლები, ძალიან კარგი მომღერლები, ქართველმა ხალხმა, მაყურებელმა გადაიყვანა... ჟიურიმ კი გაიყვანა ის, ვისაც ეკუთვნოდა... ასე ოპერის სტვენა დიდი ნიჭია.
4. დაბოლოს მაიმუნი ბებიაშენია:)
P.S. მე მაგრად მინდოდა თორნიკეს გასვლა ფინალში
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















