"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გიორგი ბახუტაშვილი გახდა
"ცეკვავენ ვარსკვლავები" დასრულდა. მეშვიდე, საერთაშორისო სეზონის გამარჯვებული მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გახდა. მისი მეწყვილე პროექტში ჯულიანა ბარგნარი იყო.
გიორგი ბახუტაშვილისა და ჟულიანა ბარგნარის წყვილი ფინალში ირაკლი მაქაცარიასა და სალომე ჭაჭუას წყვილს დაუპირისპირდა. ფინალურ ტურში ორივე წყვილმა პასადობლე შეასრულა.
"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულს მთავრი პრიზი, ბინა გადაეცა.