რამდენიმე თვის წინ, ტელეწამყვან თამუნა მუსერიძესთან ერთად საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს, თუმცა მისი ''პატიმრობა'' ცოტა ხანს გაგრძელდა. მაშინ გიორგი საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში სდებდა ბრალს.
მისი კრიტიკის ობიექტი კი მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახლ
ნაღზაიძე ამჯერად პატრულის საქციელით დარჩა უკმაყოფილო. როგოც მისი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გავარკვიეთ, წუხელ ღამით მოდელი პოლიციამ მცხეთის გზაზე გააჩერა, თუმცა როგორც თავად წერს, პატრულის თანამშრომლები ათი წუთის განმავლობაში მანქანიდან არ გადმოდიოდნენ.
მოგვიანებით, დასახმარებლად მეგობრებს უხმო: ''ვინმე ჩემიანი მოვიდეს... ვდგავარ მცხეთის გზაზე. პატრულმა გამაჩერა და ვერანაირ ბრალდებას ვერ მიყენებენ. ოცი წუთია მანქანაში ვზივარ, გაურკვევლობაში'' ...
''მო..ნ ასეთი პოლიცია და პატრული. ოცი წუთია გაჩერებული ვყავარ და არაფერს იძახიან''...
როგორც გაირკვა, საბოლოოდ პოლიციამ დუმილი დაარღვია და ნაზღაიძე გაუშვა, რადგან, სოციალურ ქსელში მილოცვები მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაზღაიძე ამ დროს, ტელეკომპანია ''ჯიდიეს'' -ის თანამშრომელ, ია ბერუაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა...
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















