04 ივლისი, 2017
"X ფაქტორის" ფინალური ლაივ-შოუ მენტორების გაღიზიანების მიზეზი გახდა
"X ფაქტორის" მეოთხე სეზონი ყველასთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. პროექტის გამარჯვებული, ბათუმელი აბიტურიენტი სანდრო კურცხალიძე გახდა.

გამარჯვებისთვის სამი კონკურსანტი, გრიგოლ ყიფშიძე, სანდრო კურცხალიძე და ჯგუფი "მიქსტურა" იბრძოდა.

ყველას ეგონა, რომ პროექტის გამარჯვებული 11 წლის უნიჭიერესი მომღერალი, გრიგოლ ყიფშიძე გახდებოდა, მაგრამ გრიგოლს არ გაუმართლა.

როგორც ჩანს ფაქტმა მისი მენტორი, გიორგი გაბუნიაც გაანაწყენა. გაბუნია თვლის, რომ პროექტი ბათუმმა მოიგო: "ყველა კონკურსანტი გამორჩეული გვყავდა, მათ შორის სანდრო. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა უფრო ბათუმმა. ვიცი, რომ
ძალიან ბევრი სწორედ ასე მიიჩნევს. ბათუმმა იცის თავისი კონკურსანტების გვერდში დგომა. გრიგოლს აუცილებლად ექნება უსამართლობის შეგრძნება. გული მტკივა, რომ მისთვის ეს გარკვეულწილად ტრავმა იქნება"-განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

შედეგებით ნაწყენი ჩანს, სტეფანე მღებრიშვილი. რომელიც ბენდების კატეგორიის მენტორი გახლდათ.

იმის მიუხედავად, რომ "მიქსტურას" უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა ის მაყურებლის რჩეული ვერ გახდა, უფრო მეტიც, უამრავი საჩუქრიდან მათ არაფერი გადაეცათ.

საკუთარი განაწყენება, სტეფანემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა.

"ვულოცავ სანდროს! ვულოცავ სოფოს! წარმატებები და წარმატებები თქვენ!

პ.ს: ერთი პატარა პრიზი ჩემს მიქსტურას როგორ არ მიეცით ვინმემ ? რამდენი იშრომეს" - წერს სტეფანე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
სწორია, პრიზი ყველას უნდა შეხვედროდა!უნდა კონტროლდებოდეს პრიზების გადაცემა!როგორ შეიძლება ერთ კონკურსანტს დააყარო ამდენი პრიზი და დანარჩენს არაპერი?!გრიგოლმა იმდენი პრიზი აიგოტუ ვერ გაიმარჯვა, გულიც არ უნდა დაწყდეს რა!
18:23 / 04-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS