04 ივლისი, 2017
"პატარაობიდანვე ბავშვი ბევრ წრეზე უნდა ვატაროთ, არჩევანს მერე თავად გააკეთებს" - სოფო ხალვაში ბავშვების აღზრდის შესახებ საუბრობს
ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერალი სოფო ხალვაში წლებია ბათუმში საქმიანობს. საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს და სტუდია ბასტი-ბუბუს ბათუმის ფილიალს ხელმძღვანლობს.

ამჟამად თავის ორი გოგონასთან 9 წლის ქეთოსთან და 3 წლის მარიამთან ერთად 3 ივლისისთვის სწორედ ბასტი-ბუბუს კონცერტზე გამოსასვლელად ემზადება. ქეთოს სცენის გამოცდილება უკვე აქვს, მარიამისთვის კი ეს პირველი ნაბიჯები იქნება.

- არ ვიცი, როგორ გავართმევთ თავს, ვნახოთ... ზოგადად ძალიან უხარია, როცა ბავშვებს ხედავს, მოსწონს ლამაზი ფორმები, რომ უნდა ჩაიცვას,  მაგრამ სცენაზე რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს
ჯერ არ ვიცი.

ზოგჯერ ბავშვებისთვის სტრესულია ეს მომენტი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი თამაშით და პოზიტიურად მივაწოდეთ მათ.

კონცერტი ბათუმში, საზაფხულო თეატრში გაიმართება, ეს თბილისის და ბათუმის სტუდიებს ერთობლივი შოუ იქნება, სადაც 25 წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო სიმღერებს შევასრულებთ. ბაბილინა, გიო, ბასტი და ბუბუც, რა ტქმა უნდა, ჩვენთან იქნებიან.


იხილეთ სრულად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS