30 ივნისი, 2017
ანი კეკუა ორსულად არის
მომღერალი ანი კეკუა ბავშვს ელოდება. ინფორმაცია ამის შესახებ "რეიტინგს" ანის მეგობრებმა მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ ანი აქტიური ორსულია, რომელიც სამსახურში სრული დატვირთვით მუშაობს. მომღერალი რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. მისი ქმარი გიორგი გოგბაიძეა.

"რეიტინგი" ანის დაუკავშირდა:

- ორსულად ვარ. მე და გიორგი ბიჭს ველოდებით.

- რას დაარქმევთ პატარას?

- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის რას დავარქმევთ ბავშვს. სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს და როცა დაიბადება, მერე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

- როდის ელოდებით ბავშვს?

- სამ თვეში გავხდები დედა. ახლა საკმაოდ
აქტიური ორსული ვარ, ვმუშაობ და ბოლო თვეში უკვე დეკრეტში გავალ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS