“ეს იყო შეცდომით ქორწინება. ბექა ნასვამი იყო, ამ გოგომაც დრო იხელთა და გაჰყვა. რა პრობლემაა, ნასვამ ადამიანს ცოლად რომ გაჰყვები?! ბექას არცერთ შემთვევაში არ ვამართლებ. ამ ამბების გამო მან დატოვა თბილისი და საბერძნეთში, ათენში წავიდა. არეული იყო, არ იცოდა რა ექნა, თეონას წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობდა“, - ამბობს თაკო დოლაბერიძე ჟურნალ “სარკესთან“.
მისი თქმით, ბექას და თეონას ნიშნობის ვიდეოც
“ვინ იყო ნიშნობაზე? არავინ ყოფილა. ეს ამ გოგოს ფანტაზიები იყო. აი, რა მოხდა: ძალით მოიყვანეს ბექა, ძალით გაშალეს სუფრა და მიიყვანეს სტუმრები... არც ხელი ჰქონიათ მოწერილი და არც ჯვარი დაუწერიათ“, - აცხადებს თაკო დოლაბერიძე.