29 ივნისი, 2017
ბესო ზანგურის გულისამაჩუყებელი პოსტი დედაზე
ბესო ზანგური, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს.

,,ჩამოვედი და ჩემმა ტკბილმა და ერთადერთმა დარჩენილმა ნუგეშმა, დედამ სიურპრიზი დამახვედრა: სტომა ამოღებული, ზონდი მოღებული. წყლის ბოთლი აიღო და დალია… რომ მცოდნოდა აქამდე, ასე მიყვარდა, ხომ ყოველდღე ასჯერ დღეში ავუხსნიდი სიყვარულს… ორ დღეში ჩემი ძმა მიფრინავს და მარტო შევუდგები მის მოვლას… არც არავინ გვჭირდება ჩვენ… ვიქნებით ორნი და ყველაფერს ერთად გადავლახავთ, ერთად გადავიტანთ… ბევრს ვიცინებთ ერთად და ბევრს ვიღადავებთ მარტოობასა და ავადმყოფობაზე

ბიჭებო, ნუ გრცხვენიათ დედებს
სიყვარული აუხსნათ, ისე მტანჯავს ისე, რომ სულ არასოდეს ვეფერებოდი… არც ვიკარებდი, ღამე რომ მომისვამდა ბეჭებზე ხელს ბუზღუნით ვიშორებდი… როდის მოვა ის დღე, რომ ჩაძინებულს საბანი დამაფაროს და ტკბილი ხმა ჩამესმას: ,,ბესო, ჩემო სიცოცხლე,ოღონდ შენს სახეზე სევდა აღარ დავინახო…"

როგორ განიცდიდა ჩემს მძიმე ხასიათს ჩემი პატრონი… წევს და მიყურებს სევდიანი თვალებით. ხვდება, რაც ხდება ჩემს გულში, ჩემს ფიქრში… ხელს მომიჭერს და ევსება ცრემლებით თვალები…

"დედა, არ ინერვიულო…"- ვეტყვი და გაეღიმება… ჩვენ უსიტყვოთ გვესმის ის, რასაც ზოგი ახსნას ანდომებს დე, დედა, დედიკო… ამხელა ვარ, 28 აგვისტოს 36 წლის ვხდები და პირველად ვგრძნობ, რა არის უპატრონობა… დედა, დე, დედი… ჩემი სევდა მხოლოდ შენ ხარ და ტკივილის მიზეზიც…დედა, დედიკო…დეე… მე ხომ შენი პირველი მფარველი ანგელოზი ვარ… კარი შემოვაღე და არ გამოხვედი ოთახიდნ გახარებული… შენ წევხარ და მე მოვედი… შენ ვერ დამხვდი ისე, როგორც მხვდებოდი ხოლმე… დე…" – წერს ბესო ზანგური.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
სლავიკ
კი, ნამდვილად მომხვდა გულზე, მითუმეტეს დიდი ხანია დედა აღარ მყავს, თუმცა ბოლომდე ვერ გავიგე, ავადმყოფობს ეს ქალბატონი თუ ......
13:27 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
დალი
დედაზე ძვირფასი არავინ და არაფერია ამ ქვეყნად, როცა ვკარგავთ მის ფასს მერე უფრო ვხდებით, მე ზალიან ადრე დავკარგე და რაც წლები გადის უფრო მაკლია...
22:18 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალი მასწავლებელი
ვოცნებობ, ეს გულიდან ამოსული სიტყვებით დაწერილი წერილი ჩემმა შვილმა წაიკითხოს....ბავშობიდან არ უყვარს მოფერება,მითუმეტეს ახლა, როცა უკვე 30 წელს გადააბიჯა.მენატრება მისი სითბო, მისი ჩახუტება,მისი კოცნა, მაგრამ ამაოდ.ხანდახან თვალზე ცრემლი მადგება ასე რომ იქცევა, არადა ვერ ვიტყვი, რომ არ ვუყვარვარ და პატივს არ მცემს, პირიქ ით, სულ "დეს" დამძახის... შენ კი ,ჩემო კარგო, დიდხანს იციცხლე შენი საყვარელი დედიკოს მოსაგონებლად.დამიჯერე, თუ კი რამ არსებობს იმ ქვეყნად,დედას ისეთი ძლიერი ინსტიქტები აქვს , იგრძნობს შებს გულისტკივლს და კვლავ შენს ლოცვასა და კარგად ყოფნას ინატრებს მხოლოდ...
12:20 / 28-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ძალიან ძნელია დედის დაკარგვა, მე პირველად მამა დავკარგე, შემდეგ საყვარელი მეუღლე და ბოლოს მოუშუშებელი ტკივილი დედა, რომელსაც ძალიამ განვიცდი დ ვინმეს დაკრძალვა ან პანაშვიდი იქნება ჩემს დედას ვტირივარ და საერთოდ მიჭირს დაკრძალვაზე მისვლა. დედის სიყვარული განუმეორებელია, გიყვარდეთ დედები და დააფასეთ დედები ,გაუფრთხილდით მის სიყვარულსა და სითნბოს.
12:31 / 21-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ბაჩუკი
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს! ნურც ერთი გულნაკლული და ერთმანეთის მოუფერებელი (ჩემსავით) ნუ წაგიყვანოთ თავისთან უფალმა!
10:23 / 21-07-2017
გამოხმაურება / 0 /
დათო
დედას ვენაცვალე.დედაზე ძვირფასი სამყაროში არარაარი. გაიხარე ბესო.
16:39 / 20-07-2017
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ეს ის გრძნობაა, ის განცდაა, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ძალიან დაგვიანებულია და მოვლენებს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. უფალმა შეგვინდოს!
15:58 / 20-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
გაიხარეთ ბესო ბატონო,უფალი იყოს მუდამ თქვენთან.
14:13 / 20-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
ქალი ცოცხალია და თქვენ რა გატირებთ???
12:47 / 20-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მატეო ფალკონე
ჯერ სათაურმა დამასევდიანა, დავიწყე კითხვა და ბოლომდე არ წავიკითხე, გული ამიჩქარდა, დედა გამახსენა და სუნთქვა შემეკრა. მენატრება ჩემი უდროოდ წასული,სათნო და საყვარელი ტკივილი დედა. რომ შეიძლებოდეს დედას გაცოცხლება ჩემ ნახევარ წილ სიცოცხლის საფასურად, უსიტყვოდ გავიღებდი ნახევარზე მეტ ჩემ სიცოცხლეს დედის სიცოცხლისთვის. გიყვარდეთ,აფასებდეთ და გაუფრხილდით დედებს!
01:03 / 17-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS